ფინეთი რუსეთის საზღვართან კედელს ააშენებს
ფოტო: JUHA METSO/EPA
ფინური მაუწყებელის ინფორმაციით, ფინეთის პრემიერმინისტრ სანა მარინსა და ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა შეთანხმება რუსეთის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით.
დეტალები: ფინეთის მესაზღვრეებმა გასულ თვეს შესთავაზეს მთავრობას სასაზღვრო გეგმა, რომელმაც დღეს პოლიტიკური ძალების მრავალპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა.
- სასაზღვრო დაცვის წინადადების თანახმად, ფინეთმა უნდა ააგოს კედელი რუსეთთან საზღვრის დაახლოებით 20%-ის გასწვრივ, რომელიც აღჭურვილი იქნება სენსორებით, კამერებით და მავთულით.
- "ჩვენ შევთანხმდით საჭიროებაზე", — ამბობდა მარინი შეხვედრის შემდეგ და აღნიშნავდა, რომ მთავრობა პარლამენტში კონკრეტულ წინადადებებს შეიტანდა.
- ფინური მედიის ცნობით, ქვეყანამ გამოყო 139 მილიონი ევრო პროექტის პირველი ეტაპისთვის და 6 მილიონი ევრო საწყისი "სატესტო განყოფილებისთვის".
- მესაზღვრეები კი ამბობენ, რომ პროექტის დასრულებას ოთხი წელი დასჭირდება და შესაძლოა, რამდენიმე ასეული მილიონი ევრო დაჯდეს.
ფინეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ინიციატივა დაეხმარება მესაზღვრეებს სასაზღვრო კონტროლის შესასრულებლად.
- "ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ საზღვრები კარგად არის კონტროლირებადი და ჩვენ შეგვიძლია პრევენციული გავლენის მოხდენა სიტუაციებზე, რომლებიც შეიძლება მოხდეს საზღვარზე."
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფინეთს ყველაზე გრძელი, 1340-კილომეტრიანი საზღვარი აქვს რუსეთთან.
- პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის საპასუხოდ, ათასობით რუსი გარბის ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფინეთში.
- ჰელსინკი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვრის ფართომასშტაბიანი უკანონო გადმოკვეთის გამო.
- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის 40 000 რუსი შევიდა ფინეთში — მისივე განცხადებით, სასამართლოს პრეროგატივაა განსაზღვროს რამდენად ლეგიტიმურია თავშესაფრის მიცემა იმ რუსებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან მობილიზაციას გამოექცნენ.
კონტექსტი: თურქეთი აჭიანურებს ფინეთის ნატოში წევრობის განაცხადის დამტკიცებას, რაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საფრთხეში აყენებს მთელ სკანდინავიურ რეგიონს.
- რუსეთის განცხადებაში ფინეთის ნატოსკენ სვლა აღწერილია, როგორც "რადიკალური ცვლილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებს, შედეგად რუსეთი იძულებული იქნება გადადგას საპასუხო ნაბიჯები, როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე სხვა ხასიათის, რათა გაანეიტრალოს ამისგან წარმოშობილი საფრთხეები".
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
კომენტარები