როსტომ ჩხეიძე

20 Oct. 2022, 15:37

ევროკავშირის რეზოლუციაზე, რუსეთი რომ ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდებოდა და აგრეთვე, მოითხოვდნენ რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას, ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ხელს არ მოაწერდა და ამ გადაწყვეტილებას ახსნიდნენ იმ მიზეზით, დამატებით პუნქტში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად იხსენიებოდაო. 

ცხადია, ეს არ შეიძლება, ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი, რადგანაც, ეს დამატებითი პუნქტი რომც არ ყოფილიყო რეზოლუციაში, უმთავრესად ოცნების დეპუტატებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას მოსალოდნელია, ეთქვა, ომი არ გვინდოდა და იმიტომო. 

ამისთანა საბაბს რამდენსაც გინდა, გამოძებნი, ანდაზისა არ იყოს — მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო.

ბატონო მინისტრო, თქვენ როგორ აფასებთ ამ უმნიშვნელოვანეს რეზოლუციაზე ხელმოუწერლობას ჩვენი ქვეყნის დეპუტაციის მხრიდან? როგორ აფასებთ არა როგორც ოცნების გუნდის წევრი, არამედ, როგორც საქართველოს მოქალაქე?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რომან დარსალია აფხაზეთის დე ფაქტო სუს-მა "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო დააკავა.…