მამუკა ხაზარაძე

19 Oct. 2022, 00:05

კახი, არ გადადგე!..

რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხომ გამოჩნდა... ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები — ლენტის გაჭრა, ფეიერვერკები... მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს.

თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები.

არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ჰყავდეს ქალაქს!

შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა — გეშლება! ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა!

არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი — ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი?

არ გადადგე!

იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება.

ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის....

ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი შსს-ს განცხადებას გამოძიების მიმდინარეობაზე და გავრცელებულ ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, რომ ქალაქის მერი ვაკის პარკის შადრევანში დაშავებულ ბავშვს შეხვდა და თავისი სახელობის სპორტული მაისური და ბურთი აჩუქა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია წერს, რომ შსს მას Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს…