ნინო ლომჯარია

18 Oct. 2022, 21:56

დღევანდელმა ბრიფინგმა და გამოძიების პირველადმა შედეგებმაც ცხადყო, რომ ეს არ იყო ინდივიდუალური შემთხვევა. ძალიან კარგად წარმოჩნდა, რომ ადგილი აქვს სისტემურ პრობლემებს. მგონი, ჩვენ ისედაც ვიცოდით ამის თაობაზე იმიტომ, რომ მანამდეც არაერთხელ ყოფილა მსგავსი პრობლემები, განსაკუთრებით, მშენებლობასთან დაკავშირებით, მშენებლობით გამოწვეულ მიყენებულ ჯანმრთელობის დაზიანებასთან, გვქონია ასევე სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ სამშენებლო პროცესი არ მიმდინარეობს ხარისხიანად, არ არის სათანადო ზედამხედველობა, საუბარი იყო კორუფციაზეც, მაგრამ ამ შემთხვევამ ვფიქრობ, რომ ეს სისტემა გააშიშვლა. არის დასტური იმისა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ ტრაგიკულ ფაქტს.

ჩვენ დავინახეთ უკვე ძალიან კარგად, რომ სინამდვილეში თითქოსდა ზედამხედველობა, კონტროლი და ხარისხი, ეს ყველაფერი არის ფიქცია და ეს არის თვალთმაქცობა. მე მინდა როგორც სახალხო დამცველმა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჯანმრთლობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება და საჯარო სივრცეებით სარგებლობა არის კონსტიტუციით აღიარებული უფლება. ეს გულისხმობს იმას, რომ საჯარო სივრცე უნდა იყოს უსაფრთხო მოქალაქეებისთვის. ძალიან ხშირად ხელისუფლებას თუ თვითმართველობას, ვინც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეს ავიწყდებათ და ისინი ორიენტირებული არიან დროულად გახსნაზე, პიარზე და ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც მთავარი ამოსავალი არის ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად მოქალაქეებმა არ უნდა მიიღონ დაზიანებები. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ