დამპალი კარტოფილი, როგორც ახალი ანტიბიოტიკების წყარო — მნიშვნელოვანი მიგნება
mBio-ს ნომერში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა სოკოს საწინააღმდეგო ახალი ანტიბიოტიკი "სოლანიმიცინი", აღმოაჩინეს, რომელიც კარტოფილში შემავალ ბაქტერიებში გვხვდება.
მიკრობების რეზისტენტობის გამო დღითი დღე უფრო დიდი პრობლემა ხდება ანტიბიოტიკების წარმოება. შესაბამისად, მკვლევრები ახალ ნივთიერბებს ეძებენ განსხვავებული ანტიბიოტიკების შესაქმნელად.
მოლეკულა, რომელიც თავდაპირველად კარტოფილის დამაინფიცირებელ პათოგენთან ასოცირდა, როგორც ჩანს, წარმოიქმნება მცენარეებთან დაკავშირებული ბაქტერიებისგან.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სოლანიმიცინი აფერხებს ისეთ სოკოს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და დაინფიცირებითაა ცნობილი. ლაბორატორიულ ტესტებში ნივთიერება ასევე აფერხებდა Candida albicans-ის ზრდას. ეს სოკოა, რომელიც გვხვდება გვხვდება სხეულში და შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად მავნე ინფექციები. ეს ნიშნავს, რომ სოლანიმიცინი და მასთან დაკავშირებული პრეპარატები შეიძლება იყოს გამოსადეგი როგორც კლინიკურ, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით.
"ახალი აღმოჩენა გვეუბნება, რომ მცენარეებზე დაფუძნებული მიკროორგანიზმები უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი სამკურნალო საშუალებებადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ", — ამბობს მიკრობიოლოგი რიტა მონსონი, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.
სოლანიმიცინს აწარმოებს კარტოფილის პათოგენური ბაქტერია Dickeya solani, რომელიც აღმოაჩინეს 15 წელზე მეტი ხნის წინ. დაახლოებით ათი წლის წინ, კემბრიჯის უნივერსიტეტის მოლეკულური მიკრობიოლოგის სპეციალისტმა ჯორჯ სალმონდმა დაიწყო ნივთიერების ანტიბიოტიკური პოტენციალის შესწავლა.
"ეს შტამები სწრაფად გაჩნდა და ახლა ისინი ფართოდაა გავრცელებული", — თქვა მიგელ მატილამ, მოლეკულურმა მიკრობიოლოგმა.
მატილას თქმით, წინა აღმოჩენებმა, ისევე როგორც ბაქტერიის გენომის ანალიზმა, აჩვენა, რომ მას დამატებითი ანტიბიოტიკების სინთეზირება შეუძლია და ეს სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით.
მატილამ, მონსონმა და სხვა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც მათ შეამცირეს ოოციდინის A-ს გამომუშავებაზე პასუხისმგებელი გენები, ბაქტერიამ შეინარჩუნა სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი.
ნათელი მომავალი
მონსონმა თქვა, რომ მკვლევრებმა დაიწყეს ქიმიკოსებთან თანამშრომლობა, რათა მეტი გაიგონ სოლანიმიცინის მოლეკულური სტრუქტურის შესახებ. მათ სურთ უკეთ გაიგონ, თუ როგორ მუშაობს იგი. მონსონი და მატილა იმედოვნებენ, რომ ნაერთის მუდმივი ტესტირება მცენარეთა და ცხოველთა მოდელებში იქნება შესაძლებელი.
"ჩვენი სამომავლო ნაბიჯები ორიენტირებულია მიზანზე, რათა სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გამოვიყენოთ მცენარეთა დაცვისთვის. საბოლოოდ ეს მცენარეთა და ადამიანთა დაავადებების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჩვენ გვჭირდება ახალი ანტიბიოტიკები", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები