ანტარქტიკაში მილიონი წლის წინანდელი უძველესი დნმ აღმოაჩინეს
დედამიწაზე სიცოცხლე უკვე დიდი ხანია რაც არსებობს, თუმცა მისი წარმოშობის თარიღის ზუსტად განსაზღვრა რთულია.
ახლახანს მეცნიერებმა 1 მილიონი წლით დათარიღებული დნმ-ის ფრაგმენტები მოიძიეს. ანტარქტიკის ჩრდილოეთით, ზღვის ფსკერზე ორგანული მასალის ეს ფრაგმენტები შეიძლება იყოს ფასდაუდებელი რეგიონის ისტორიის შესწავლისას — ეს მოგვაწვდის ინფორმაციას თუ რა სახის სიცოცხლე იყო ოკეანეში და რა დროის მანძილზე ხდებოდა ეს.
მოხსენიებული, როგორც seda-დნმ (დანალექი უძველესი დნმ-დან) ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩენილი ნიმუშები სასარგებლო იქნება იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილებამ ანტარქტიდაზე მომავალში.
"ეს მოიცავს დღემდე უძველეს ავთენტიფიცირებულ საზღვაო Seda-დნმ-ს", — ამბობს საზღვაო ეკოლოგი ლინდა არმბრეხტი ავსტრალიის ტასმანიის უნივერსიტეტიდან.
Seda-დნმ გვხვდება მრავალ გარემოში, მათ შორის გამოქვაბულებში და სუბარქტიკულ მუდმივ ყინვაში, რომლებიც დათარიღებულია 400 000-650 000 წლით.
დაბალი ტემპერატურა, მცირე ჟანგბადი და ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკლებობა აქცევს პოლარულ გარემოს, როგორიცაა შოტლანდიის ზღვა, საოცარ ინკუბატორად Seda-დნმ-ის ხელუხლებლად შემონახვისთის.
მოპოვებული დნმ პირველად ოკეანის ფსკერიდან 2019 წელს ამოიღეს და მას შემდეგ მან დაბინძურების კონტროლის ყოვლისმომცველი პროცესი გაიარა, რათა მისი ასაკი ზუსტად დადგენილიყო. სხვა კვლევებთან ერთად, ჯგუფმა აღმოაჩინა დიატომები (ერთუჯრედიანი ორგანიზმები), რომლებიც 540 000 წლით თარიღდება. ეს ყველაფერი გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ განვითარდა დედამიწის ეს ნაწილი დროის კონკრეტულ პერიოდში.
გუნდმა შეძლო დიატომის სიხშირის დაკავშირება, რომელიც თბილ პერიოდში ხდებოდა — ეს უკანასკნელი შოტლანდიის ზღვაში დაახლოებით 14 500 წლის წინ იყო. ამან განაპირობა საზღვაო ცხოვრების საერთო აქტივობის ზრდა ანტარქტიდის რეგიონში.
"ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ზღვის დონის გლობალურ და სწრაფ მატებასთან და ანტარქტიდაში ყინულის მასიურ დაკარგვასთან ბუნებრივი დათბობის გამო", — ამბობს გეოლოგი მაიკლ ვებერი ბონის უნივერსიტეტიდან.
ეს უახლესი კვლევა მტკიცებულებაა იმისა, რომ Sed-დნმ-ის მოკვლევის ტექნიკა შეიძლება იყოს გამოსადეგი ასობით ათასი წლის წინანდელი ეკოსისტემების რეკონსტრუქცირებისთვის. ამით ბევრად მეტი გვეცოდინება იმაზე თუ როგორ იცვლებოდა ოკეანეები.
წარსულში მომხდარი კლიმატის ცვლილებების შესახებ მეტის გაგება ნიშნავს უფრო ზუსტ მოდელებსა და პროგნოზებს, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ სამხრეთ პოლუსის გარშემო.
"ანტარქტიკა ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური რეგიონია დედამიწაზე კლიმატის ცვლილების მიმართ. შესაბამისად, ამ პოლარული ეკოსისტემის წარსული მნიშვნელოვანია", — წერენ მკვლევრები გამოქვეყნებულ ნაშრომში.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები