რაზე მეტყველებს რუსეთის მარცხი ლიმანში — ბოლო ცნობები ფრონტიდან
ფოტო: Juan Barreto/AFP/Getty Images
პირველ ოქტომბერს რუსეთმა აღიარა, რომ მისმა ჯარებმა ლიმანში უკან დაიხიეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველ ოქტომბერს უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანთან ახლოს 5 დასახლება გაათავისუფლეს.
- ლიმანში უკრაინის მოსალოდნელ წინსვლაზე საუბარი იყო ომის შემსწავლელი ინსტიტუტის გუშინდელ ანგარიშშიც — კერძოდ, წერდნენ, რომ უკრაინა მომდევნო საათებში ლიმანს აიღებს, ან სრულად მოაქცევს ალყაში.
- ISW ლიმანში რუსების წარუმატებლობების შესახებ ჯერ კიდევ 29 სექტემბერს წერდა — ისინი მიუთითებდნენ ტერიტორიაზე ოკუპანტების მოსალოდნელი მარცხის შესახებაც.
დეტალები: ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ უპირველეს ყოვლისა, ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო.
- იქ არის საკვანძო გზა, რომელიც სივერსკი დონეცის მდინრეზე გადის — ადგილი, რომლის ირგვლივაც რუსეთი თავისი პოზიციების გამაგრებას ცდილობდა;
- ამასთან, დაზვერვის შეფასებით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ წარუმატებლობას რუსეთისთვის, რადგან ლიმანი დონეცკის ოლქში მდებარეობს — იმ რეგიონში, რომლის "გათავისუფლებისა" და უკანონო ანექსიის მცდელობა ჰქონდა რუსეთს.
რას ამბობს ISW: ლიმანში ოკუპანტების მარცხზე საუბრობს ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც.
- ბოლო ანგარიშში საუბარია, რომ ლიმანიდან რუსული ჯარების გასვლა მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებს ლუგანსკის რეგიონის დაცვას;
- ამის ნაცვლად, ის ცდილობს სტრატეგიული ადგილების შენარჩუნებაზე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
არქივიდან: 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა — მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, საზღვრებთან და აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგებია.
- აქამდე რუსეთი უარყოფდა და ცდილობდა დაემალა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე პრობლემები ჰქონდა და პერსონალის დიდი დანაკლისი განიცადა;
- ამ გადაწყვეტილებით კი გამოჩნდა, რომ რუსეთი არსებული რესურსებით უკრაინულ ძალებს ვერ უმკლავდება.
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
კომენტარები