სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) მკერდის იმპლანტებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. ორგაnიზაციის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მკერდის იმპლანტანტები, რაც სავსეა სილიკონით ან ფიზიოლოგიური ხსნარით, შეიძლება გაეზარდოთ კიბოს განვითარების რისკები. საუბარია ბრტყელუჯრედოვან კარცინომაზე (SCC) და სხვადასხვა ლიმფომა ნაწიბუროვან ქსოვილებზე.

FDA-ის ინფორმაციით, მათ მიიღეს ათი მოხსენება SCC-ისა და 12 სხვადასხვა ტიპის ლიმფომას შესახებ. სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, SCC-ის 50-მდე შემთხვევა და სხვადასხვა ლიმფომები აღმოჩნდა იმპლანტის გარშემო ნაწიბუროვან ქსოვილში.

პაციენტების მიერ მოხსენებული სიმპტომები მოიცავდა შეშუპებას, ტკივილსა და კანის ცვლილებებს. თუმცა, FDA-ს ანგარიშის მიხედვით, არ არის საჭირო თქვენი იმპლანტების შემოწმება ან ამოღება, თუ რომელიმე ეს სიმპტომი არ აღგენიშნებათ.

მკერდის იმპლანტები მუდმივად ფუნქციონირებისთვის არაა გათვლილი

ექსპერტების თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების რისკები იზრდება იმპლანტის გამოყენების პროპორციულად.

"მკერდის იმპლანტები არ არის გათვლილი მუდმივი გამოყენებისთვის. მათ აქვთ სიცოცხლის ხანგრძლივობა და ეს შეიძლება მერყეობდეს შვიდიდან 10 წლამდე. ეს დამოკიდებულია იმპლანტსა და პაციენტზე", — თქვა დოქტორმა ტომასო ადდონამ, პლასტიკურმა ქირურგმა და ლონგ აილენდის პლასტიკური ქირურგიის ჯგუფის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში.

"მიუხედავად იმისა, რომ ლიმფომა და სხვა სიმსივნეები იმპლანტიდან გამომდინარე იშვიათია, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ შემთხვევები დაფიქსირდა", — ნათქვამია FDA-ის განცხადებაში.

მკერდის იმპლანტის მქონე პირებს FDA რეკომენდაციას უწევს გაიარონ ხშირი შემოწმება საწყისი იმპლანტაციიდან ხუთიდან ექვს წელში. უკვე ამის შემდეგ ყოველ ორ ან სამ წელიწადში ერთხელ, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი რიგზეა.

თუმცა, კვლევის თანახმად, პაციენტების ექვს პროცენტზე ნაკლები აკეთებს ამას. ამის გამოსასწორებლად FDA მწარმოებლებს მოუწოდებს მომსახურებისას პაციენტი გააფრთხილონ, რომ იმპლანტები დიდი ხნით გამოსაყენებლად არ არის გათვლილი და პროფილაქტიკური შემოწმება აუცილებელია.

FDA-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოებასთან, რათა შეაგროვონ მეტი ინფორმაცია იმპლანტის სპეციფიკურ შემთხვევებზე, სადაც დაფიქსირდა კიბო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.