ორი ლიდერი ტექკომპანიის – თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა ცხოვრების გამარტივებისთვის
ფოტო: თიბისი
Glovo-მ და თიბისიმ სამწლიანი ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. თანამშრომლობა ერთმანეთთან დააკავშირებს რეგიონის ორ უდიდეს მოთამაშეს - ერთი მხრივ, წამყვან ფინანსურ ინსტიტუციასა და უდიდეს ტექ.კომპანია თიბისის და მეორე მხრივ, რეგიონში მიწოდების სერვისის ბაზარზე წამყვან მოთამაშესა და ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპს, Glovo-ს. რეგიონის ორი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორობა თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა იმ მხრივაც, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოსა და რეგიონში ციფრული ეკოსისტემების განვითარებაში.
თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობის მიზანია ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რაც შესაძლებელი გახდება Glovo-ს აპლიკაციაში ექსკლუზიური შეთავაზებებითა და თიბისის მომხმარებლებისთვის მიწოდების საუკეთესო სერვისების უზრუნველყოფის გზით. თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
- საბანკო მომსახურება Glovo App-ში: თიბისის ონლაინ გადახდის სისტემების ინტეგრაცია Glovo-ს აპლიკაციაში, ელექტრონული კომერცია, ციფრული ბარათები, საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებები
- რა სარგებელს მიიღებს მომხმარებელი: Cashback და Prime Membership-ის აქციები ექსკლუზიურად თიბისის მომხმარებლებისთვის
- სოციალური პროექტები: ერთობლივი სოციალური აქტივობები
- შეიქმნება ახალი ღირებულებები ტრენინგების, ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით
- სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესის/ვაჭრობის მხარდაჭერა
თიბისი და Glovo გაერთიანდნენ საერთო ღირებულებების ირგვლივ, რათა მიწვდნენ და საუკეთესო გამოცდილება შეუქმნან მომხმარებელებს. ორი ტექ. კომპანია გაერთიანდა ერთი მიზნის ირგვლივ - გაამარტივონ ადამიანების ცხოვრება. ამ შეთანხმებით Glovo და თიბისი იღებენ ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭირენ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების მათ საქმიანობაში ინტეგრირებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას.
"Glovo უკვე წლებია თიბისის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარნტიორობით გაგრძელდება. თიბისი მაქსიმალურ ინვესტირება მოახდენს ამ პარტნიორობაში, რაც გულისხმობს თიბისის მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს, მიწოდების სფეროში საუკეთესო გამოცდილების შექმნას და მხარს დაუჭერს Glovo-ს, რათა კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს თავისი აპლიკაცია. როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, თიბისი აქტიურად აგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების საკუთარ ეკოსისტემაში ინტეგრირების პროცესს, რითიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ერთობლივად შევუქმნათ ბრენდის საუკეთესო გამოცდილება საუკეთესო სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე წვდომის უზრუნველყოფით," — აცხადებს, თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
"Glovo, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მულტი კატეგორიული მიწოდების პლატფორმა, ამაყობს თიბისისთან თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია, რომ ყველას მივცეთ მარტივი წვდომა ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისზე. ჩვენი პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა მომხმარებლებისა და ბიზნესის დასაკავშირებლად. გვჯერა, რომ თიბისისთან პარტნიორობა უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება სიხარულითა და სიურპრიზებით სავსე განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით," — აცხადებს Glovo-ს რეგიონული სტრატეგიული დირექტორი, კარიმ ბოგუსპაევი.
Glovo-ს შესახებ:
Glovo არის მოწინავე მულტი კატეგორიული მიწოდების პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ბიზნესთან და კურიერებთან აკავშირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მიწოდების სერვისს ადგილობრივი რესტორნებიდან, სუპერმარკეტებიდან და მაღალი ქუჩის საცალო მაღაზიებიდან. Glovo დაარსდა 2014 წელს ბარსელონაში და მუშაობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში. Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/
თიბისის შესახებ:
თიბისი არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და საქართველოში უმსხვილესი დამსაქმებელი. თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. თიბისი ჯგუფი 2014 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და საკუთარ ეკოსისტემაში აერთიანებს რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორის ნეობანკს Space, TBC Uzbekistan, Tnet და სხვა.
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
კომენტარები