შეისწავლეს ძუძუმწოვარის ნაშთები, რომელიც აქამდე აღმოჩენილებს შორის უძველესია. აღმოჩენა აქამდე უძველეს ძუძუმწოვარზე 20 მილიონი წლით უფრო დიდია. მკვლევრებმა ამ მიგნებას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდეს.

Brasilodon quadrangularis იყო პატარა არსება, დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიგრძით, რომელიც სახლობდა დედამიწაზე 225 მილიონი წლის წინ უძველეს დინოზავრებთან ერთად. მისი ფაქტორი ნათელს ჰფენს თანამედროვე ძუძუმწოვრების ევოლუციას, ნათქვამია განცხადებაში.

აღმოჩენა გააკეთეს ლონდონის ისტორიის მუზეუმის, ლონდონის კინგს კოლეჯისა და პორტო ალეგრეს რიო გრანდე დო სულის ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევრებმა.

მეცნიერები დაეყრდნენ მძიმე ქსოვილების ნამარხებს, როგორიცაა ძვლები და კბილები. ეს იმიტომ ხდება, რომ ძუძუმწოვრების ჯირკვლები, რომლებიც წარმოქმნიან რძეს, დღემდე არ არის შემონახული არცერთ ნამარხში.

აქამდე ეს სახეობა ითვლებოდა პირველ ძუძუმწოვარ ცხოველად, იზოლირებული კბილებით და ის 205 მილიონი წლით თარიღდებოდა. მას ჰქონდა პატარა სხეული და გრძელი სახე, როგორიცაა ციბეტა.

სტომატოლოგიური ჩანაწერები გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც სამშაბათს Journal of Anatomy-ში გამოჩნდა, სახეობა თარიღდება 225 მილიონი წლით. ეს პერმის-ტრიასული მასობრივი გადაშენების მოვლენიდან 25 მილიონი წლის შემდეგაა. საუბარია მესამე და უდიდეს მასობრივ გადაშენებაზე, როდესაც წყლის ბინადართა 90%-ზე მეტი და ხმელეთის ცხოველების 70% დაიღუპა.

არასწორი იდენტობა

მართა რიხტერმა, მუზეუმის მეცნიერმა და ნაშრომის უფროსმა ავტორმა, განუცხადა CNN-ს, რომ ადრე ითვლებოდა, თითქოს Brasilodon quadrangularis იყო "მოწინავე ქვეწარმავალი", მაგრამ მისი კბილების გამოკვლევა დანამდვილებით გვეუბნება, რომ ეს იყო ძუძუმწოვარი.

"რეპტილიები კბილებს ხშირად იცვლიან, ჩვენ ძუძუმწოვრები კი ორჯერ. ჯერ არის სარძევე კბილები და შემდეგ მეორე ძირითადი, რომელიც ცვლის თავდაპირველ კომპლექტს. ეს არის ის, რაც განსაზღვრავს ძუძუმწოვრებს რეპტილიებისგან", — ამბობს რიხტერი.

აღმოჩენილი სახეობა ყველაზე ძველი გადაშენებული ხერხემლიანია, რომელსაც აქვს ორი თანმიმდევრული კბილები — სარძევე კბილები და ერთი მუდმივი ნაკრები. ნათქვამია განცხადებაში.

რიხტერმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს სახეობის სამი ქვედა ყბა, რომლებიც ცხოვრობდნენ დღევანდელი ბრაზილიის ყველაზე სამხრეთ ნაწილში. მიკროსკოპის ქვეშ მათ აღმოაჩინეს შემცვლელი კბილების ტიპი, რომელიც მხოლოდ ძუძუმწოვრებშია.

რიხტერის თქმით, ეს იყო ძალიან, ძალიან პატარა ძუძუმწოვარი, რომელიც, ცხოვრობდა უძველესი დინოზავრების ჩრდილში. კვლევაზე მეცნიერები 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კონკრეტული კვლევა უმნიშვნელოვანესია ძუძუმწოვრების ევოლუციის გასააზრებლად. ეს ნიშნავს, რომ ძუძუმწოვრების ისტორია ბევრად უფრო ადრე დაიწყო ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.