ნახეთ: მეცნიერებმა 5 700 წლის წინ მცხოვრები ქალის სახე სრულად აღადგინეს
მალაიზიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პრეისტორიული ქალის სახის რეკონსტრუქცია შეძლეს.
ითვლება, რომ პიროვნება რომლის სახის აღდგენაც მოხდა ცხოვრობდა დაახლოებით 5 700 წლის წინ ნეოლითის ან ახალი ქვის ხანის პერიოდში ახლანდელ მალაიზიაში. კვლევა 5 აგვისტოს გამოქვეყნდა. თუმცა, ქალის სრული ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
წამყვანმა მკვლევარმა შაიფულ იდძვან შაჰიდანმა FMT-ს განუცხადა, რომ ქალი მოკვდა როდესაც ის 30-დან 35 წლამდე იყო.
"ის სიმაღლეში დაახლოებით 150 სანტიმეტრი იყო. ჩონჩხის ქსოვილზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ქალი მოიხმარდა უამრავ ცილას, ზღვის პროდუქტებიდან ან მდინარიდან", — დასძინა მან.
მკვლევრების თქმით, ქალი ავსტრალომელანეზიელი და მონღოლური წარმოშობის იყო. ეს მისი სახის მახასიათებლებიდან გამომდინარე. ქალის ჩონჩხი USM-ის არქეოლოგებმა 2017 წელს გუარ კეპაში, ნეოლითური ადგილის გათხრების დროს აღმოაჩნეს. ეს ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთ მალაიზიაშია.
სახის სკანირებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს
ქალის სახის რეკონსტრუქცია, რომელმაც სავარაუდოდ, დაახლოებით 35 წლამდე იცოცხლა, კბილებისა და თავის ქალის ერთობლიობის საფუძველზე გაკეთდა. USM-ის მკვლევრებმა ბრაზილიელ გრაფიკოს ციცერო მორესთან თანამშრომლობით, ეს სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით შეძლეს.
დათარიღება
არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნაშთები სხვადასხვა ორგანული მტკიცებულებების სახით შეიცავენ ნახშირბადს. რადიოაქტიური (რადიოკარბონი) იზოტოპის სიმკვრივის ან რადიოაქტიურობის გაზომვით, რომელიც ნახშირბადის შემცველ ორგანულ აღმოჩენებში კვალის სახითაა, აღმოჩენები და ის ფენები რომლებშიც ეს აღმოჩენები გაკეთდა, შეიძლება დათარიღდეს.
რადიოკარბონული დათარიღების (იგივე ნახშირბადის დათარიღება) დღეს მთავარი მეთოდია, რომელიც გამოიყენება არქეოლოგიური, პალეობოტანიკური და გეოლოგიური მოვლენების ზუსტი თარიღის განსასაზღვრად. ეს გვეუბნება ზუსტ თარიღს იმ მოვლენებზე, რომლებიც მოხდა დედამიწაზე ბოლო 50 ათასი წლის განმავლობაში. ამ მეთოდს 1950 წლიდან ვიყენებთ და ეს უკანასკნელი კვლევაც სწორედ ასე ჩატარდა.
კომენტარები