ნიკა მელია

6 Sep. 2022, 00:31

მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები, მე იმ პარტიის თავმჯდომარე ვარ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე, რასაც ისტორია შეაფასებს. მაგრამ მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ვერ ვერასდროს ვიქნებით, რაღაც მიზეზების გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო, ალბათ. მე არ მყავს ბევრი მეგობარი, მყავს ბევრი კარგი ადამიანი, ახლობელი ადამიანი, თანამებრძოლი, მაგრამ არ შეიძლება ბევრი გყავდეს მეგობარი, არც მას ჰყავს დარწმუნებული ვარ. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ძალიან ბევრს ვიკამათებთ კიდევ, იმაზე ცხარედაც ვიდრე გგონიათ. მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა, ჩემთვის არაფერი შეიძლება იყოს, როდესაც ასეთი კითხვა ტივტივდება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს არის ტყვეობაში [...] ვერ ვიტანთ ერთმანეთს — ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილის და კობახიძის.

ასე ეხმაურება ნიკა მელია TV პირველის ეთერში კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ენმ-ში დაპირისპირებაა და მელია და სააკაშვილი "ერთმანეთს ვერ იტანენ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…