ირაკლი კობახიძე

5 Sep. 2022, 19:40

ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ. რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული — უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. ერთადერთი ადგილი, სადაც არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის

[...] ამას საზოგადოება ხედავს. ერთმანეთთან დაპირისპირებაა, ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები სააკაშვილი-მელია და ა.შ. ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაცაა გამოტანილი. მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთანაა დაპირისპირებული. ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  4. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  5. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებისას კაცმა თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს…