ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ფოტო: თიბისი
ივლისში სავალუტო შემოდინებების დინამიკა კვლავ ძლიერი იყო. უფრო მეტიც, საერთო გაუმჯობესებასთან ერთად, წინა თვის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, მცირედით, მაგრამ მაინც აღდგა ექსპორტის რეალური და არა მხოლოდ ფასების მატებით გამოწვეული ზრდა. ასევე საყურადღებოა, რომ ამჯერად, რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა, რაც ძირითადად ალკოჰოლური სასმელების, მსუბუქი ავტომობილებისა და ხილის ექსპორტის შედეგს წარმოადგენდა. ამავდროულად, პირველად, პანდემიის შემდეგ, აშშ დოლარში გამოსახვით, ტურისტულმა შემოდინებებმა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 2019 წლის დონეს გადააჭარბა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის ივლისში, რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო, პოტენციურ დონესთან შედარებით, მასპინძლობის სექტორში აქტივობა ნაკლები იყო. ამ მხრივ, უფრო მეტად ინფორმატიული, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, პანდემიამდელი, 2020 წლის იანვრის დონეა, რომლის მიმართებაშიც, 2022 წლის ივლისში, აღდგენა ასევე ძლიერი - 115.9% იყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ივლისში, გზავნილების დინამიკა უფრო სუსტი იყო, თუმცა მხოლოდ წინა თვეებთან შედარებით და ასევე, ეს მხოლოდ რუსეთის ფაქტორით იყო გამოწვეული რა მხრივაც, ორმაგი აღრიცხვის პრობლემისა და სხვა მიზეზების გამო, შესაბამის შესწორებას წინა თვეებში უკვე ჰქონდა ადგილი.
მიუხედავად იმისა, რომ ივლისში იმპორტიც ძლიერი იყო, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების წმინდა შემოდებამ, სეზონური ფაქტორის გამორიცხვითაც კი, დადებითი მაჩვენებელი შეადგინა. ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდინებები კვლავ ძლიერი დარჩება და, შესაბამისად, წინა კვირაში, სებ-ის მიერ 20 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვას, უფრო ბაზრის სენტიმენტების განეიტრალების ნაბიჯად აღვიქვამთ, ვიდრე ვალუტის შესყიდვების დინამიკის შემობრუნებად. უფრო მეტიც, ლარის საშუალო (რეალური ეფექტური) კურსის კუთხით, საქართველოსა და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მწარმოებელთა ფასების ინდექსის განახლებული მონაცემები და ლარის მიმდინარე კურსი ბოლო პერიოდში ლარის შედარებით ნაკლებ გამყარებაზე მიუთითებს, ვიდრე ეს უფრო ადრინდელ მაჩვენებლებში ფიქსირდებოდა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შეფასებით, ინფლაციის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც ცალკე აღებული ფაქტორი, ლარის კურსის პროგნოზის კუთხით ნეგატიურია.
წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა 2022 წლის მე-2 კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები. მაშინ, როდესაც წინა წლის იმავე პერიოდთან აღდგენა მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილების ოდენობა ჯერ კიდევ ჩამოუვარდება 2019 წლის შესაბამის დონეს, თუმცა ამ გაანგარიშებაში მიგრაციის ეფექტი არ არის გათვალისწინებული.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ამ ბმულზე.
-
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ტვინის "გამწმენდი" სისტემის დარღვევასაც უკავშირდება
გადახედვა
-
ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა
გადახედვა
-
მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს მეცნიერების რეკომენდაცია: კოსმოსური ნიმუშების ბიოიზოლაციისთვის მთვარეზე ლაბორატორია უნდა აშენდეს
გადახედვა
-
ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს ჩინელი მეცნიერების თქმით, ასტეროიდების განადგურების საუკეთესო გზას მიაგნეს
გადახედვა
-
შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა შესაძლოა, ასტეროიდებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელი შეეწყო — კვლევა
გადახედვა
-
ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს $325 მლნ ქრთამის აღებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს
გადახედვა
-
რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შეიძლება ამის მიზეზი AI იყოს
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს ბინდის საგა?
-
ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა? ადამიანის ტვინი თანამედროვე ცხოვრების სტილს "ვერ ეწევა" — ევოლუციური შეუსაბამობა?
გადახედვა
-
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად — Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
-
"არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს "არჩევნებზე უხალისოდ მივდივარ" — რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე ხელახლა წარადგინეს
გადახედვა
-
Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ Human Rights Watch საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ
გადახედვა
-
"რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი "რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს" — ნინო ჩხობაძის პროგნოზი
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ ისტორიაში პირველად, მეცნიერები ოკეანური ქერქის წარმოქმნას დააკვირდნენ
გადახედვა
-
POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა POLITICO: NATO-ს სამიტზე ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს ძვირადღირებული პისტოლეტები და ტყვიები გადასცა
გადახედვა
-
ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს ასპინძის მიმდებარედ, 4 დღის წინ გაუჩინარებული, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ POG: ₾11, 2 მლნ-ად შეფასებული მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ადამიანთა სახეობებს?
-
გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
გადახედვა
კომენტარები