თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს
თიბისისა და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიას (FMO) შორის 300 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთწლიანი სასესხო პროდუქტი, ახალგაზრდა მეწარმეების და იპოთეკური მსესხებლების, ასევე, მწვანე პროექტებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.
"გვეამაყება, რომ თიბისი თექვსმეტ წელზე მეტია, წარმატებულად თანამშრომლობს FMO-სთან, ეს ჩვენი ნაყოფიერი საქმიანი ურთიერთობის ნათელი დადასტურებაა. 2018 წლის შემდეგ, ეს არის FMO-თან ჩვენი რიგით მეორე თანამშრომლობა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებაზე. აღნიშნული ტრანზაქცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციას და გავცეთ მეტად საჭირო, გრძელვადიანი, ადგილობრივი ვალუტის სესხები ბიზნეს და საცალო მომხმარებლებზე. მადლობას ვუხდით FMO-ს ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ წინ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველის", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
"მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს ჩვენს გრძელვადიან პარტნიორს, თიბისი ბანკს, ადგილობრივი ვალუტაში დაფინანსების მიწოდების გზით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციას. ეს ინსტრუმენტი ასევე სრულად შეესაბამება FMO-ს ფართო სტრატეგიას უთანასწორობის შემცირებისა და ფინანსური ჩართულობის გასაზრდელად, აქცენტით ახალგაზრდებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ სამუშაო ადგილების შექმნას და შენარჩუნებას ქვეყანაში. ვიმედოვნებთ, რომ თიბისისთან მდგრადი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", — ჰუიბ-იან დე რუიჯტერი, FMO-ს საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი.
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია მხარს უჭერს კერძო სექტორის მდგრად ზრდას, განვითარებად ქვეყნებში ამბიციურ პროექტებსა და მეწარმეებში ინვესტირების გზით. FMO მიიჩნევს, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. 50 წლის განმავლობაში FMO საშუალებას აძლევს ადამიანებს, გამოიყენონ თავიანთი უნარები და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. FMO ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრობიზნესი, საკვები და წყალი.
12,1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, მსოფლიოს 85 ქვეყანაში, FMO არის ერთ-ერთი მსხვილი ორმხრივი კერძო სექტორის განვითარების ბანკი მსოფლიოში.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები