წასულები

22 Jul. 2022, 15:49

უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერს. მოგმართავთ სახელისუფლებო პარტიიდან ახლახანს გასული სამი დეპუტატის სახელით. რადგან თქვენი განცხადება ჩვენი მისამართით იყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი.

თავდაპირველად გვსურს განვმარტოთ: როდესაც მმართველი გუნდის სამი წევრი და მაღალი თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობებს, მმართველ გუნდს და ურთულეს მისიას იღებს საკუთარ თავზე, ხალხისთვის სიმართლის თქმის პრინციპით, ვფიქრობ, ეს უკვე სერიოზული პოლიტიკური გზავნილია. ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება და განვლილი ცხოვრება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დაუფიქრებლად გადავდგათ ეს ნაბიჯი და ვისაუბროთ იმაზე, რაზეც მტკიცებულებები არ გვაქვს.

რაც უკვე ვთქვით და რასაც მომავალში ვიტყვით, გამყარებული იქნება მხოლოდ ფაქტებით. რისკი, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა და არ ვცვლით.

უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი ქმედება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს რა თქმა უნდა არა!

სწორედ დემოკრატიული ღირებულებები გვავალდებულებს, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს გამჭირვალე და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ეფუძნებოდეს თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. დღევანდელმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს საქართველო და დასავლეთი.

ქართული ოცნებიდან წასულმა 3-მა დეპუტატმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს მიმართავს. წერილი ანტიდასავლურ ნარატივებს შეიცავს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისიში, ინოვაციური სიახლეები მუდმივად ინერგება. სწორედ ამ მიზანს…