სად იყო ჰარი სტაილსი, ბრედ პიტი რომ კაბებს იხდენდა — 8 ფოტო
ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ინგლისელმა მომღერალმა ჰარი სტაილსმა სახელი არა მხოლოდ თავისი მუსიკალური კარიერით გაითქვა, არამედ ჩაცმის იმ სტილითაც, რომელიც საზოგადოებაში დღემდე არსებულ ნორმებს არღვევს.
ჰარი სტაილსი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ მოდას გენდერი არ აქვს.
ერთი მხრივ, კარგია, რომ ჰარი სტაილსი მოძველებულ შეხედულებებს არაფრად აგდებს და საკუთარ თავს ისე გამოხატავს, როგორც თავად უნდა, თუმცა მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ დღესაც კი ისეთი ჩვეულებრივი რამ, რაც სასურველი სამოსის ჩაცმაა, "რევოლუციურად" აღიქმება.
თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ჩაცმის სტილის გამო იმ მრავალ გეი თუ ტრანსგენდერ ადამიანს, რომლებსაც ისეთი პოპულარობა არ ხვდათ წილად, რომ ჰარის მსგავსად კაბაში გამოწყობილები ვოგის ყდაზე მოხვედრილიყვნენ, ყოველდღიურად ლამის ყველა სივრცეში დევნიან და ტერორში ამყოფებენ.
ვიმედოვნოთ, რომ ჰარის მსგავსი ცნობილი სახეების ქმედებები ეტაპობრივად სხვებსაც უფრო გაუმარტივებს საკუთარი ფემინურობისა თუ მასკულინობის თუნდაც ჩაცმულობაში ისე გამოხატვას, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.
თუმცა, ჰარის მოდა, რომლითაც დღეს ბევრია აღფრთოვანებული, არა მხოლოდ საზოგადოების სხვადასხვა მარგინალიზებული ჯგუფის უამრავი წარმომადგენლის ცხოვრების სრულიად ჩვეულებრივი ნაწილია, არამედ მეინსტრიმულ კულტურაშიც არ არის ინოვაციური.
მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ბრედ პიტი.
ჰო, აი, ედვარდ ნორტონი არა და მეორე: მებრძოლთა კლუბის, უსახელო ნაბიჭვრების, შვიდის და კიდევ სხვა უამრავი ცნობილი ფილმის ვარსკვლავი და ამასთანავე თავისი მომხიბვლელი გარეგნობით უთვალავი ქალისა თუ კაცის გულთამპყრობელი.
დარწმუნებულები ვართ, ბრედ პიტის არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გექნებათ ნანახი, თუმცა ცოტას თუ ახსოვს 20-ზე მეტი წლის წინ გადაღებული ფოტოსესია, რომლისთვისაც ბრედ პიტი კაბებსა და სამკაულებში გამოეწყო და საზოგადოებაში ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები გამოიწვია: ბევრისთვის ფემინური სამოსისა და მასკულინური სხეულის თანხვედრა მიუღებელი აღმოჩნდა.
ახლა სწორედ სახელოვანი ფოტოგრაფის მარკ სელიგერის 1999 წლის ამ ფოტოსესიას წარმოგიდგენთ, რომელიც ჟურნალ Rolling Stone-ისთვის გადაიღო ბრედ პიტის მონაწილეობით:
1. ამ ფოტოსესიის იდეა თვითონ ბრედ პიტს დაებადა
2. მას უნდოდა, რომ სრულიად უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელს დამსგავსებოდა
3. ფოტოსესიის დროს ცოტა ხნის დასრულებული იყო მებრძოლთა კლუბის გადაღებები, პიტი კი ამ ფილმისთვის ბევრს ვარჯიშობდა, რათა როლისთვის შესაბამის ფორმაში ყოფილიყო
4. მან ასევე ტაილერ დარდენის სრულყოფილად განსასახიერებლად წინა კბილებიც ჩამოიმტვრია, რასაც ამ ფოტოსესიაშიც ვხედავთ
5. "ვფიქრობ, კაბა ძალიან მომიხდა... სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცი, რას ვაკეთებდი. უბრალოდ მაშინ სწორედ ეს მინდოდა", — თქვა მოგვიანებით პიტმა ამ ფოტოსესიაზე
6. რთულია, ბრედ პიტი იყო და რაიმე არ მოგიხდეს...
7. წარმოიდგინეთ, როგორ შეხვდებოდა მედია 23 წლის წინ ამ ფოტოებს
8. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გავა, ალბათ, მით უფრო ნაკლებად აღიქმება ეს ფოტოსესია "უჩვეულოდ"
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები