ალეკო ელისაშვილი

4 Jul. 2022, 17:49

მგონი, ყველა ნორმალური ქართველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანაა, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. რა უნდა გავაკეთოთ და რა ვადაში ძალიან მკაფიოდ გვითხრეს — დეკემბრის ბოლომდე უნდა შევასრულოთ 12 პუნქტად ჩამოწერილი დავალება.

წესით, ყველა ნორმალური ქართველი უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ვაიძულოთ ქართული ოცნება ეს 12 პუნქტი შეასრულოს. ჩემი ღრმა რწმენით, სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა, რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას.

თუმცა, გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო იძახიან) გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი "ტექნიკური მთავრობანა" ჩავარდა. და მოხდა ის, რასაც ვამბობდი რამდენიმე დღის წინ — ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ ქართულ ოცნებას გაძლიერებაში. დღეს ოცნებაა ტაქტიკურად მოგებული. ეს ხომ ფაქტია?

რატომ მოხდა ასე — რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა. ფაქტია, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით და რაც მარტივად გასათვლელი იყო, ის მოხდა. არადა ვითარება მარტივია — თუ გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უნდა შევასრულებინოთ ხელისუფლებას 12 პუნქტი.

სათანამშრომლოა უნდა ვითანამშრომლოთ, საჩხუბარია უნდა ვიჩხუბოთ, ქუჩაში დასადგომია, ქუჩაში უნდა ვიდგეთ ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის მანძილზე — ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების მანძილზე არ უნდა გვქონდეს ნორმალურ ადამიანებს. "ტექნიკური მთავრობის" მოთხოვნა და მსგავსი სახლობანა მოთხოვნები უნდა დავივიწყოთ ეს პერიოდი, ისევ ისეთ უცნაურ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდონ მოთხოვნების ავტორებმა თავები.

განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც ამბობს, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ფაქტობრივად, პოლიტიკურ პარტიად იქცა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო

NATO-ს მისიის შემადგენლობაში მყოფმა იტალიურმა გამანადგურებელმა უცნობი წარმოშობის დრონი ჩამოაგდო, რომელიც NATO-სა და…