არავინ არ იფიქროს, არ გაბედოთ, რომ შავ-თეთრ ფოტოზე 19 წლის გოგონა დაიღალა. დღეს მაქვს შესაძლებლობა მივმართო ყველას, ვინც საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ქმნის — მთავრობას და ოპოზიციას. ბატონებო, თვენ არავის, არაფერს და არსად არ წარმოადგენთ ქართველი ხალხის გარეშე. ჩვენი ქვეყანა არაა მხოლოდ მანძილი საზღვრიდან საზღვრამდე, რომელსაც ოკუპანტი ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს, არც ქართველი ხალხის საცდელი ნაცია, ეს არის ქვეყანა, სადაც სულით მდიდარი, გახსნილი, ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა დალაგებულ, თავისუფალ, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება.
ადამიანებს მოგვბეზრდა თქვენი ერთმანეთზე გადაბრალების რეჟიმის მოსმენა, ერთ წრეზე ბრუნვა. ჩვენ გვქონდეს არამხოლოდ სამშობლო, არამედ ევროპული ტიპის სახელმწიფო, სადაც თითოეული ინდივიდი იქნება პრიორიტეტი, შესაბამისი ჯანდაცვის, განათლების, შრომითი კოდექსის, თავისუფალი სასამართლოს და დემოკრატიის ხარისხით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს თმენის რეჟიმში ცხოვრებას.
მე არ ვარ არაფრის ექსპერტი, არც პოლიტიკოსი და არც ეკონომისტი. განსაკუთრებით არ არავისტი. მე მხოლოდ საქართველოს სიყვარულის და ერთგულების ექსპერტობა შემიძლია დავიბრალო. ამიტომ, როცა დღეს ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, იქნებ მოვრჩეთ დავას იმაზე, ვინ უფრო დიდი პატრიოტია და მივხედოთ ქვეყანას.
დამერწმუნეთ ჩვენ არ გაგვაჩნია ქართველების დაყოფის ფუფუნება, ჩვენ მხოლოდ ჩვენი იდენტობით, ერთიანობით, თავისუფლებით, პროგრესულობით და მშვიდობით შევძლებთ ევროპული კარების გაღებას.
ომი გინდათ ძახილი, სამხედრო პროპაგანდა, ყველა ტყუილი და სიძულვილი მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს წავლენ ომში, რადგან მათ ეშინიათ. დიახ, ეშინიათ თავისუფლების, რადგან მშვიდობა სწორედ იქ არის, სადაც არის თავისუფლება. ჩემს თაობას არ ეშინოდა 9 აპრილს. არც თავისუფალ საქართველოში დაბადებულ ფერად თაობას ეშინია. იმ თაობას, ვინც ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაიბაროს დღეს.
კომენტარები