სულ სხვა ვერსიას დავთანხმდი — დაკოტა ჯონსონი გრეის 50 ელფერის გადაღებისას მომხდარ უთანხმოებებს იხსენებს
ცნობილი ამერიკელი მსახიობი დაკოტა ჯონსონი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა 50 ელფერის ტრილოგიაში მონაწილეობით მოიპოვა, ფილმებზე მუშაობის პროცესსა და ამ დროს შექმნილ უთანხმოებებს იხსენებს. ჯონსონი გადაღებებს "ბრძოლას" უწოდებს და ხსნის, რა წინააღმდეგობები შეხვდა ფილმებზე მომუშავე ჯგუფთან.
გამოცემა Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯონსონმა განაცხადა, რომ საკუთარ თავს "სექსუალური ინტერესი მქონე პიროვნებად" მიიჩნევს და სწორედ ამიტომ დაინტერესდა ფილმებში მონაწილეობით — უნდოდა, 50 ელფერის წიგნების ავტორის, ე.ლ. ჯეიმსის, აღწერილ სექსუალური გამოცდილებაზე მეტი შეეტყო.
თუმცა, დაკოტას თქმით, იგი ფილმის "სულ სხვა ვერსიის" გადაღებას დათანხმდა — იმისგან განსხვავებულის, რაც ეკრანზე ვიხილეთ. მსახიობის თქმით, პრობლემას კინოსტუდიასთან, რეჟისორებთან და წიგნების ავტორთან მუშაობა ქმნიდა.
"ერიკა (მწერალი) შემოქმედებით პროცესში ბევრ რამეს აკონტროლებდა, მთელი დღე, ყოველდღე", — იხსენებს ჯონსონი, — "ითხოვდა, რომ კონკრეტული რაღაცები ფილმში ყოფილიყო. არადა, წიგნში იყო ადგილები, რომელთა ეკრანზე გადატანა ვერაფრით მოხერხდებოდა — მაგალითად, შინაგანი მონოლოგი, რომელიც ადგილ-ადგილ საშინლად ჩანდა. მთელი ეს ხანი ბრძოლა იყო".
აღსანიშნავია, რომ როცა ფილმში ანასტასია სტილის როლზე დაკოტა დაამტკიცეს, ქრისტიან გრეის როლი ჩარლი ჰანემს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით, ჰანემმა პროექტი დატოვა და ამის მიზეზად სცენარი დაასახელა. ჯონსონის თქმით, მწერალი ამაზე ისე გაჯავრდა, რომ სცენარი მოისროლა. შემდეგ კი, გრეის როლზე უკვე ჯეიმი დორნანი დამტკიცდა.
"პატარა ვიყავი, სულ რაღაც 23 წლის და ეს საშიში ჩანდა. ბევრი უთანხმოება იყო", — იხსენებს დაკოტა, — "ამაზე გულწრფელად საუბრის შანსი არასდროს მომცემია, რადგან მინდოდა, ფილმის პოპულარიზება სწორი კუთხით მომეხდინა. ამასთან, ვამაყობ იმით, რაც საბოლოოდ შევქმენით და ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო. თუმცა, ეს რთული იყო".
მსახიობი იმასაც ამბობს, რომ ფილმის შექმნის პროცესში სხვადასხვა სცენის რამდენიმე ვარიანტს იღებდნენ — რაც წიგნების ავტორს სურდა და რაც მათ უნდოდათ.
გამოწვევების მიუხედავად, ჯონსონი აღნიშნავს, რომ პროექტში ჩართვას არ ნანობს. ამასთან, ამატებს, რომ ფილმებზე კიდევ ბევრ რამეს არ ამბობს, რადგან არ უნდა, ვინმეს კარიერა ან რეპუტაცია დააზიანოს.
"მეც და ჯეიმისაც კარგად გვექცეოდნენ. ერიკა ძალიან სასიამოვნო ქალია, ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო და მადლობელი ვარ, ფილმებში ჩემი ჩართვა რომ მოისურვა", — დასძენს დაკოტა.
ბრიტანელი მწერლის, ე.ლ. ჯეიმსის ბესტსელერი ტრილოგია დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნების სერიად მსოფლიოში. ტრილოგიის პირველი ნაწილი ბრიტანეთში ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი რბილყდიანი გამოცემა გახდა. ჯამში, გრეის ორმოცდაათი ელფერი 52 ენაზე ითარგმნა და 150 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. წიგნების მიხედვით გადაიღეს ბლოკბასტერების სერიაც, რომელმაც $1,3 მილიარდი გამოიმუშავა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები