რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 120-ე დღეს — სრულად
ფოტო: Christopher Furlong/Getty Images
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსული არმიის დანაკარგები განაახლა. უწყების განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 34 430 რუსი მებრძოლი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა ინფორმაციის ერთადერთი წყაროა, რადგან რუსეთი დანაკარგებს მალავს. მათ არ უთქვამთ ოფიციალური მონაცემები 25 მარტის შემდეგ, როდესაც განაცხადეს, რომ დაღუპულია 1 351 ჯარისკაცი და ოფიცერი.
- ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად 300-მდე რუსი სამხედრო იღუპება.
რიცხვებში: უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის განადგურებულია 1 504 რუსული ტანკი, 756 საარტილერიო და 99 საზენიტო საბრძოლო სისტემა. გარდა ამისა:
- 216 თვითმფრინავი;
- 183 ვერტმფრენი;
- 14 გემი, ნავი;
- 2 548 საავტომობილო ტექნიკა.
რა დანაკარგები აქვს უკრაინას: შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არ აქვეყნებენ საკუთარ დანაკარგებს, რასაც სტრატეგიულ მიზნებით ხსნიან. ბოლო მონაცემები 11 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა გაავრცელა.
- ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის შეჭრის დღიდან 10 000 ჯარისკაცი დაკარგეს.
- რადას ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია კი ამბობს, რომ ყოველდღიურად დონბასში 1 000-მდე უკრაინელი მებრძოლი შავდება, 200-დან 500-მდე კი იღუპება.
მანამდე, პირველ ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ დღიური დანაკარგები 60-დან 100-მდე ჯარისკაცია.
ფართო სურათში: დონბასში, დაძაბული ბრძოლებია. ბოლო 2 კვირაში დაღუპულთა რიცხვის ზრდა, შესაძლოა, სწორედ ამას და სამხედრო ტექნიკის სიმცირეს უკავშირდებოდეს.
- არახამიას ინფორმაციით, ბრძოლებისთვის ახლა მილიონამდე ადამიანი ყავთ მობილიზებული და კიდევ 2 მილიონის მობილიზება შეუძლიათ, თუმცა საჭირო იარაღი არ აქვთ.
- უკრაინა რამდენიმე კვირაა აქტიურად ითხოვს ტექნიკას, შედეგად, ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყნისგან დამატებითი დახმარება მიიღეს.
- გარდა ამისა, აშშ-მ უკრაინის უსაფრთხოების ახალი პაკეტი შეიმუშავა.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.
-
ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია
გადახედვა
-
ოთხი დღე მოდის, მუსიკისა და ხელოვნების სივრცეში — Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა I ვიდეოსიუჟეტი ოთხი დღე მოდის, მუსიკისა და ხელოვნების სივრცეში — Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა I ვიდეოსიუჟეტი
-
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია
გადახედვა
-
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს — ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს — ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის
-
Netflix გითვალთვალებს — პლატფორმას პერსონალური მონაცემების უნებართვოდ შეგროვებაში ადანაშაულებენ Netflix გითვალთვალებს — პლატფორმას პერსონალური მონაცემების უნებართვოდ შეგროვებაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა ტოიოტა ცენტრი თეგეტამ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
-
თიბისი ტექსკოლის 3 წელი და ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან თიბისი ტექსკოლის 3 წელი და ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან
-
ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
-
ქვეყნის საეჭვო ვითარებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა ქვეყნის საეჭვო ვითარებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
გადახედვა
-
რას ვერ ვსწავლობთ ევროვიზიაზე საკუთარი შეცდომებიდან რას ვერ ვსწავლობთ ევროვიზიაზე საკუთარი შეცდომებიდან
გადახედვა
-
გიორგი ჩახავა — არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება გიორგი ჩახავა — არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება
-
მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულ კიდევ ერთი პირს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულ კიდევ ერთი პირს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია
-
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
-
პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის
-
ZigZag — ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკები ბექას სკოლისგან ZigZag — ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკები ბექას სკოლისგან
-
აშშ-მა ირაკლი შაიშმელაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა აშშ-მა ირაკლი შაიშმელაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა
გადახედვა
-
გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
კომენტარები