5 მითი ინვესტირებაზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდე
არ არსებობს ინვესტორი, რომელსაც ამ სფეროსთან დაკავშირებით ერთი მითის შესახებ მაინც არ სმენია. ზოგიერთი მათგანი უწყინარია, ზოგიერთი კი დამწყები ინვესტორების გადაწყვეტილებებზეც კი ახდენს გავლენას.
თუ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას აპირებ და ამ საქმეს უკვე მოკიდე ხელი, ინფორმაციით შეიარაღება დაგჭირდება, რადგან ზუსტად გაარჩიო — რა არის სიმართლე და რა მითი.
მითი #1 — პოპულარული კომპანიების აქციები აუცილებლად მოგებას მოგიტანს
ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. პოპულარობა ზრდისა და წარმატების გარანტიის მომცემი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, ამ საქმის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ინვესტირებამდე კომპანიის შესახებ საფუძვლიანი კვლევა ჩავატაროთ.
არსებობს არაერთი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, როგორ დაეცა პოპულარული კომპანიის აქცია გრძელვადიან პერიოდში. კრიზისი გიგანტ კომპანიებსაც შეიძლება შეეხოს — ვიდრე რომელიმე ფირმის აქციას იყიდი, მისი ზრდის პერსპექტივა რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა შეაფასო.
მითი #2 — არსებობს რისკისგან დაცლილი აქტივები
მორიგი მითი ინვესტირების შესახებ გარანტიებს ეხება. თუ ვინმე აბსოლუტურად უსაფრთხო ინვესტიციას შემოგთავაზებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მითებთან გაქვს საქმე.
ეკონომიკა ცოცხალი პროცესია და მასზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ბოლომდე დაცული ინვესტიცია უბრალოდ ვერ იარსებს. უნდა გახსოვდეს, რომ ყველა ინვესტიცია გარკვეულწილად რისკის შემცველია და ამისთვის მზად უნდა იყო. მთავარია, რისკები სწორად შეაფასო და მათი დაზღვევის სტრატეგია შეიმუშაო.
მითი #3 — ზედმეტად ახალგაზრდა/მოხუცი ხარ ინვესტირებისთვის
ინვესტორები ასაკთან დაკავშირებულ მითებს ხშირად აწყდებიან. თუ ფიქრობ, რომ, მაგალითად, 40 წელი ინვესტირებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარია, ან მიიჩნევ, რომ 20 წლის ასაკში "ჯერ ყველაფერი წინ გაქვს" — ცდები. აქციებით ვაჭრობას ასაკი არ აქვს.
ბუნებრივია, რაც უფრო ადრე დაიწყებ ინვესტირებას, უფრო მეტი დრო გექნება კაპიტალის შესაქმნელად — ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ყველა ასაკს ინვესტირების საკუთარი სტილი ახასიათებს. მაგალითად, ახალგაზრდა ასაკში ხშირია მაღალი რისკის გაწევა, რაც ინვესტორთა ნაწილისთვის შედეგის მომტანი არ არის.
მითი #4 — ინვესტირების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი კვლევაა
ყველა თანხმდება, რომ ინვესტიციის განხორცილებამდე კვლევა საჭიროც არის და აუცილებელიც, თუმცა ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რისკების მართვაა.
დარწმუნდი, რომ არცერთ შენს აქტივს არ შეუძლია, ჩამოშალოს შენივე პორტფელი. ყოველთვის დაიტოვე "ავარიული გასასვლელი" და მუდმივად იყავი სიახლეების საქმის კურსში.
მითი #5 — ინვესტირების დასაწყებად ძალიან ბევრი ფული გჭირდება
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ინვესტირების დასაწყებად ძალიან დიდი თანხა საჭირო არ არის. მეტიც, ამის გაკეთება საქართველოს ბანკის მობილბანკით 1 დოლარიდანაც კი შეგეძლია.
გაიხედე შორს — თუ 1965 წელს მაკდონალდსის 10 აქციაში 225 დოლარს გადაიხდიდი, დღეს შენი ინვესტიციის ღირებულება $1,36 მილიონი იქნებოდა. 1992 წელს სტარბაქსის 1 700 დოლარის ღირებულების აქციები კი დღეის მდგომარეობით შენს პორტფელს 429 000 დოლარით შეავსებდა.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
კომენტარები