ირაკლი ქადაგიშვილი

21 Jun. 2022, 23:45

ხალხი ნამდვილად ბევრი იყო [აქციაზე]. ველოდი, რომ ეს არ იქნებოდა ტრადიციული ასე ვთქვათ ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი აქციისთვის დამახასიათებელი ხალხის რაოდენობა და ბევრი იქნებოდა, მაგრამ იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვპროგნოზირებდი.

ჩემი აზრით, იმიტომ, რომ თემა ზოგადად საზოგადოებისთვის სენსიტიური არის ევროკავშირი. ხალხს ჰქონდა და აქვს ამის რწმენა, რომ მათი ნების კიდევ ერთხელ გამოხატვა, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. ძირითადი სულისკევეთება იქ მყოფი ადამიანებისა, მე ვფიქრობ იყო ამით განპირობებული. თუმცაღა უნდა ვთქვათ ისიც, ობიექტურობისთვის, რომ რა თქმა უნდა, ამ აქციის უკან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ის პოლიტიკური გეგმა, სურვილი, რაც უფრო მეტად შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება, ვიდრე იმ საერთო დღის წესრიგს. [...]

აქციაზე იყო ერთიც და იყო მეორეც — იყო ხელისუფლებაზე გაბრაზებაც, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო ზოგადად სურვილის დემონსტრირება, რადგან იქ არ იყო ერთი რომელიმე პარტიის ან, პარტიათა ჯგუფის ამომრჩეველი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ