რასა იუკნევიჩიენე

20 Jun. 2022, 21:53

საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ლიდერი რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, თუმცა დღეს, როდესაც უკრაინელებმა სისხლით დაამსხვირეს ყინული და როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირაში უნდა გადაწყვიტონ კანდიდატის სტატუსის საკითხი, საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა ლიდერის სტატუსი. ქვეყნის პოლიტიკა გაივსო სიძულვილით, შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ხელიდან იქნა გაშვებული.

ბოლო დროს საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე მხოლოდ ცუდი ამბები აღწევს ჩვენამდე. ყოფილი პრეზიდენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მედიის მფლობელი ციხეში იმყოფებიან. ხორციელდება თავდასხმები სხვა ჟურნალისტებზე. საქართველოს მეგობრებზეც კი ევროპასა და აშშ-ში. როგორც ჩანს, თქვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის სასურველი არ ყოფილიყო. გასაკვირი არაა, რომ ევროკომისია ძალიან კრიტიკულია თავის რეკომენდაციაში ამ პრობლემების მიმართ, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ მთავრობას ეკისრება. კომისია გარკვევით ამბობს — ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია, ყველამ კარგად იცის რომელ ოლიგარქზეა საუბარი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…