რას გულისხმობს ჯონსონის 4-პუნქტიანი გეგმა უკრაინის დასახმარებლად
ფოტო: JOE GIDDENS/PA
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ კიევს მეორედ სტუმრობდა, უკრაინის დასახმარებლად საჭირო ნაბიჯებზე ისაუბრა. ბორის ჯონსონის თქმით, სანამ ვლადიმერ პუტინი თავის ილუზიებზე ფიქრობს, პარტნიორები ამ გეგმის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 116-ე დღეა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან ომს იგერიებს და კრემლის ამბიციების მიუხედავად, დანებებას არ აპირებს.
- თუმცა, უკრაინელი ლიდერები რუსების აღჭურვილობით და რიცხვით უპირატესობაზე აქტიურად საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა დახმარება უნდა გააძლიერონ.
ჯონსონი აღნიშნავს, რომ არცერთი ეს ნაბიჯი მყისიერ შედეგს არ გამოიღებს, თუმცა საჭიროა. ამ გეგმის მთავარი მიზანია, გაძლიერდეს უკრაინა და ომი იმ პირობებით დასრულდეს, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოაყენა.
პირველი პუნქტი უკრაინის იარაღებით, სამხედრო აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და წვრთნებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ახლა იმაზე სწრაფად უნდა იმოქმედონ, ვიდრე ოდესმე.
- ამიტომ გაერთიანებული სამეფო გეგმავს, იმუშავოს მეგობრებთან ერთად, რათა უკრაინული ძალები მათი ქვეყნის დასაცავად მოამზადოს.
- ჯონსონის თქმით, 120 დღეში 10 000 სამხედროს გადაამზადებენ.
მეორე პუნქტის თანახმად, უნდა დაეხმარონ უკრაინას, რათა სახელმწიფომ სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს, გასცეს ხელფასები, მართოს სკოლები და მოახერხოს რეკონსტრუქცია.
- "ამას მუდმივი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა დასჭირდება, რომლის შენარჩუნებაც მომდევნო წლებისთვისაც უნდა დავგეგმოთ".
- "ევროკავშირს ამაში გადამწყვეტი როლის აქვს, ამიტომ მივესალმები, რომ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები ხუთშაბათს კიევს ეწვივნენ".
მესამე უკვე არსებული, ალტერნატიული სახმელეთო გზების გააქტიურებას გულისხმობს, რადგან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინას საექსპორტო გზები დაუბლოკა.
- ჯონსონი აღნიშნავს, რომ ამით უკრაინის ეკონომიკის ფუნქციონირების გაგრძელება იქნება შესაძლებელი.
მეოთხე სურსათის ექსპორტის აღდგენაა. ბორის ჯონსონი მიუთითებს, რომ ბრიტანეთი საზღვაო ექსპორტის აღსადგენად გაეროს მოლაპარაკებებს მხარს უჭერს.
- მისი თქმით, უკრაინის პორტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ბრიტანეთი გააგრძელებს ისეთი იარაღების მიწოდებას, რაც მათ დასაცავად იქნება საჭირო.
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
კომენტარები