თიბისი აქტივების მართვამ პირველი საინვესტიციო ფონდის ტრანზაქცია დახურა
თიბისი ჯგუფის ეკოსისტემას ახალი შვილობილი კომპანია დაემატა. თიბისი — აქტივების მართვა აქტივების მართვის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა ლიცენზირებული და რეგულირებადი. ამ ეტაპზე, ის მართავს ფონდს — დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.
მაისში ფონდის პირველი, 5 აშშ მილიონ დოლარიანი ტრანზაქცია დაიხურა. თანხის მოზიდვა მოხდა 17 ინვესტორისგან, საიდანაც 88% ფიზიკური პირია, 70% კი — უცხოელი ინვესტორი. პირველი ტრანზაქციის დახურვის პარალელურად, ფონდი გეგმავს პერიოდულად გამოაცხადოს თანხის მოზიდვის შემდგომი რაუნდები, რაც სამომავლოდ ფონდის ზომის ზრდას განაპირობებს.
დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელის საქმიანობა
"დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელი" ინტერვალური ტიპის ფონდია, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს შემოსავალი მიიღონ დივერსიფიცირებულ რისკზე. აღნიშნულ მიზანს ფონდი ინვესტორებისგან მოზიდულ სახსრების საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სასესხო პორტფელში დაბანდებით აღწევს. აუცილებელი პირობაა, რომ ფონდის პორტფელის მინიმუმ 80% სხვადასხვა სექტორის უზრუნველყოფილი, კორპორატიული სესხებისგან შედგებოდეს, დარჩენილი ნაწილი კი ლიკვიდური აქტივებით.
საინვესტიციო ფონდში ინვესტირება ქართულ ბაზარზე შედარებითი სიახლეა, თუმცა ინვესტორებისთვის დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელში ინვესტირება 2 მიზეზით გახდა მიმზიდველი: ფონდისგან პოტენციურად მისაღები შემოსავალი აჭარბებს ქართული კომერციული ბანკების შემოთავაზებულ სადეპოზიტო სარგებელს, ასევე უზრუნველყოფილ სასესხო პორტფელში მონაწილეობა შედარებით ნაკლებრისკიანია რადგან რისკი დივერსიფიცირებულია როგორც სექტორებს, ასევე კომპანიებს შორის. დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის გარდა, აქტივების მართვის კომპანია მომავალში დამატებით სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების შექმნასაც გეგმავს, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
"მსოფლიოს მსგავსად, ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოშიც აქტიური ტემპით ვითარდება. ასევე, მზარდია მოთხოვნა საინვესტიციო პროდუქტებზე. ბაზრის ამ დინამიკამ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის გამოქვეყნებამ, შესაძლებლობა მოგვცა ფინანსური ბაზრისთვის ახალი პროდუქტი შეგვეთავაზებინა თიბისი აქტივების მართვის კომპანიითა და მისი პირველი ფონდით — დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელით. საინვესტიციო ფონდში ინვესტირება ქართული ბაზრისთვის სიახლეა, თუმცა ახალი ფონდით დროის მოკლე პერიოდში დავაინტერესეთ ინვესტორები, რაც თიბისი ჯგუფის მიმართ მაღალ ნდობას ადასტურებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე", — ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები