უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთისგან უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ.

ელჩმა, ვასილ ბოდნარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებასა და ინტერპოლს დახმარება სთხოვა იმის გამოძიებაში, თუ ვინაა თურქეთის წყლებით მარცვლეულის გადაზიდვაში ჩართული.