თიბისიმ ღონისძიებას — "თიბისი და პარტნიორები" უმასპინძლა
ფოტო: თიბისი
თიბისიმ ღონისძიებას — "თიბისი და პარტნიორები" უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსა და რეგიონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე, ბიზნესსექტორის პერსპექტივები მიმოიხილეს.
ღონისძიებას ბიზნესსექტორის, ფინანსური ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და მისი მოადგილე, გიორგი თხელიძე უძღვებოდნენ.
ღონისძიებაზე სპეციალურად იყო მოწვეული საერთაშორისო საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია Lazard-ის მმართველი დირექტორი, ბოჟიდარ დელიჩი, რომელმაც რეგიონულ ჭრილში მაკროეკონომიკური გარემო მიმოიხილა.
ასევე, ბიზნესსექტორისთვის აქტუალურ თემებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მაჩეი ჩურამ ისაუბრეს.
თიბისი წელს საიუბილეო ოცდამეათე წელიწადს აღნიშნავს. შესაბამისად, მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვასთან ერთად, დამსწრე აუდიტორიამ თიბისის, როგორც განვლილი წლის, ასევე 30 წლის ჯამური შედეგები მოისმინა.
2021 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი კავკასიის რეგიონში ყველაზე მსხვილი ბანკია, როგორც აქტივების, ასევე, კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. თიბისი, ჯგუფის მასშტაბით, საქართველოსა და უზბეკეთში, ჯამში 3,6 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
თიბისის ჯამური აქტივები 25 მილიარდ ლარს, ჯამური დეპოზიტები კი 15 მილიარდ ლარს შეადგენს. თიბისის 776 000 ციფრული მომხმარებელი ჰყავს, ტრანზაქციების 98% კი ციფრულად სრულდება.
საქართველოს ეკონომიკის ჯამური დაკრედიტების წილი 72%-ია, საიდანაც თიბისის წილი 40%-ია.
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, თიბისის გაცემული ჯამური დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომელიც ჯამში 4 600 კომპანიას მოხმარდა.
თიბისის ბაზრის წილი ღვინის სექტორში 33%-ს შეადგენს. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, 123 000 ტონამდე ყურძნის შესყიდვა დაფინანსდა და 380 ჰექტარი ფართობის ვენახები გაშენდა.
ტურიზმის მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 44%-ია. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, 44 სასტუმრო კომპლექსი აშენდა, რომელიც 6 416 ოთახს აერთიანებს.
საცალო ვაჭრობის მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 45%-ია. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, 125 882 კვ.მ ფართობზე, 642 ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა და 5 416 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
2022 წელს საერთაშორისო გამოცემამ Global Finance, საინვესტიციო მიმართულებით თიბისის შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული ჯილდო Global Finance-ისგან ზედიზედ მეორედ მიიღო. თიბისი კაპიტალის დახმარებით განთავსებული ობლიგაციების მოცულობა ჯამში 9 მილიარდ ლარს შეადგენს.
თიბისი კაპიტალმა რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა, რომელიც ბაზრის შედეგიანობას ასახავს. არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის ობლიგაციების ბაზრის მონიტორინგის გამარტივების მიზნით, თიბისი კაპიტალმა 2 ინდექსი შეადგინა.
მიმდინარე წელს, თიბისი ჯგუფის ეკოსისტემას ახალი შვილობილი კომპანია დაემატა. "თიბისი — აქტივების მართვა" აქტივების მართვის პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ფონდების შესახებ კანონის შემდეგ შეიქმნა. ამ ეტაპზე, ის მართავს ფონდს — დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. ფონდის მიერ განხორციელებული პირველი ტრანზაქციის მოცულობა 5 მილიონ დოლარს შეადგენს, აღნიშნულ ტრანზაქციის ინვესტორების 70% უცხოელია.
30 წლის განმავლობაში, თიბისის ერთ-ერთი მთავარი და უცვლელი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ჯამში 30 000 პარტნიორი დატრენინგდა.
თიბისი არსებობის IV ათწლეულს მომავალ თაობას უძღვნის. უკვე 30 წელია, რაც ის ახალი თაობის მხარდამჭერია. მესამე წელია, თიბისი სხვადასხვა სფეროში ნიჭიერ ახალგაზრდებს ყოველთვიური სტიპენდიით უჭერს მხარს. 3 წლის განმავლობაში, სტიპენდიატების პროგრამამ 380 მოზარდი გააერთიანა. ასევე, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში 1000-ზე მეტი სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ სასწავლებლად. 30 წლის განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში 200 მილიონი ლარი გამოიყო საგანმანათლებლო ბიზნესპროექტების დაფინასებისთვის.
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე საქართველოს მოქალაქეებმა და კომპანიებმა ჯამში 2 მილიონი ლარი ჩარიცხეს.
თიბისი ჯგუფი დღესდღეობით 10 058 ადამიანს ასაქმებს, საიდანაც 63% ქალი, 37% კი მამაკაცია.
"ნებისმიერი ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ამის დასტურია არა მხოლოდ 2021 წლის, არამედ თიბისის 30-წლიანი არსებობის განმავლობაში, ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგები. თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის ყველა პროდუქტს, მომსახურებასა და შესაძლებლობას მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით. 30 წლის განმავლობაში მიღწეული ამბიციური მიზნები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკეთესო მომსახურება მარწმუნებს, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც მასშტაბური შედეგები გვექნება", — თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
-
ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
გადახედვა
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა მცირე ბიზნესის ჯაჭვი რეგიონებში ფართოვდება — პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდა
-
რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
გადახედვა
-
ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა ესთეტიკური პროცედურები შეიძლება ბიოლოგიურად სულაც არ გვაახალგაზრდავებდეს — კვლევა
გადახედვა
-
FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს? FDA-მ გრიპის პირველი mRNA ვაქცინა დაამტკიცა — რას ნიშნავს ეს?
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)
გადახედვა
-
რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის რუსეთში პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამოიღეს მონაკვეთი, სადაც ის წერს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის
გადახედვა
-
მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
გადახედვა
-
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის მიღების წესებს ამკაცრებს
გადახედვა
-
თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
გადახედვა
-
აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა აშშ-ის მოქალაქეს სიცილიაზე, ეტნას მთაზე მეხი დაეცა
გადახედვა
-
დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს დნმ-ისგან მეხსიერების მოწყობილობა შექმნეს — ის 100-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს
გადახედვა
-
ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე ეს მსგავსია არც თუ დიდი ხნის წინანდელი რუსული ამბების პუტინისტურ რუსეთში — ლაშა ბუღაძე "ბიბლუსის" ფილიალში წიგნების დაზიანების ფაქტზე
გადახედვა
-
გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გაჰყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-მდე | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ბოღმის, ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი, არაფერი მოუტანია
გადახედვა
-
რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე რას ამბობდა გარდაცვალებამდე ჰეიდენ პანეტიერი ნარკოდამოკიდებულებაზე, დეპრესიასა და მშობიარობის სირთულეებზე
გადახედვა
-
თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა თეგეტა აკადემია Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
-
ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც ირაკლი კობახიძე: ერეკლე II-ის მიერ ტრაქტატის გაფორმებით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც
გადახედვა
-
რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
-
მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
გადახედვა
-
რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში? რომელი საგვარეულო გახდება ყველაზე ძლიერი საგანძურის მარათონში?
კომენტარები