კვანტური ინტერნეტი სულ უფრო რეალური ხდება — მეცნიერებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს
მეცნიერებმა კვანტური ინტერნეტის შექმნისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ტექნოლოგია ინფორმაციის გავრცელებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს და ეს მყისიერად მოხდება. ეს ხელს შეუწყობს კვანტური გამოთვლით რევოლუციას და ასევე რადიკალურ ცვლილებას მოახდენს ქსელების ფუნქციონირების მხრივ.
თუმცა, ამის მისაღწევად მეცნიერებმა ჯერ ასეთი ტექნოლოგიები უნდა დახვეწონ და უკვე შემდეგ გამოიყენონ ისინი რთული ქსელების შესაქმნელად.
ახლა მეცნიერები ამბობენ, რომ მათ შეასრულეს გარკვეული ფუნდამენტური სამუშაო. მათ ახალი კვლევის ფარგლებში კვანტური ინფორმაციის ტელეპორტირება მოახდინეს ქსელის ორ კვანძს შორის, რომლებიც ერთმანეთთან არ იყო დაკავშირებული.
მეცნიერებმა შექმნეს სამკვანძიანი კვანტური ქსელი და თითოეულ ამ კვანძს დაარქვეს სახელები: ალისა, ბობი და ჩარლი. ქსელში ალისა დაკავშირებული იყო ბობთან, ბობი კი ჩარლისთან — თუმცა ჩარლი არ იყო დაკავშირებული ბობთან. მკვლევრები ამბობენ, რომ მათ წარმატებით გააზიარეს ინფორმაცია ალისასა და ბობს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული.
ჯერჯერობით, მკვლევრებმა მხოლოდ მეზობელ კვანძებს შორის კავშირების დემონსტრირება შეძლეს და ახალი კვლევა ამ ტიპის პირველ წარმატებას წარმოადგენს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი კვანტური ინფორმაციის გაზიარებაზე აგებული უფრო დიდი კვანტური ქსელის შესაქმნელად.
მთლიანობაში ეს გვთავაზობს "პოტენციურ გზას" რეალურ სამყაროში მსგავსი ტექნოლოგიების დასანერგად.
"ეს მიღწევა არა მხოლოდ ფუნდამენტური მეცნიერების გამარჯვებაა, არამედ რეალური წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა კვანტური კომუნიკაცია კიდევ უფრო რეალური გახდეს", — წერენ ოლივერ სლეტერი და იონგ-სუ კიმი სტატიაში.
რეალურად ასეთი ტექნოლოგიის შექმნა მოითხოვს უფრო მძლავრ სისტემებს, ისევე როგორც ახალ ინტერფეისებს, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ ეფექტიანობა. ავტორები ამბობენ, რომ ეს გადამწყვეტი იქნება გარღვევის მისაღწევად.
შემდეგი პოდკასტი: კვანტური კომპიუტერები — ახალი ეპოქა
კვლევა — "კუბიტის ტელეპორტაცია კვანტურ ქსელში არამეზობელ კვანძებს შორის", ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები