ელექტროგამომთვლელი მანქანების შემუშავებაზე ადრეც ფიქრობდნენ, მაგრამ კომპიუტერები მეოცე საუკუნეში გამოჩნდა. ეს იყო შენობის ზომის, რამდენიმეტონიანი გამომთვლელი მანქანები, რომლებიც ნელ-ნელა დაპატარავდნენ, სიმძლავრით კი კოლოსალურად გაიზარდნენ. დღეს ამ გიგანტების შთამომვლებს, ლეპტოპების სახით — ჩანთებით, ხოლო სმარტფონების სახით — ჯიბეებით დავატარებთ.

თუმცა, კომპიუტერების ევოლუცია გრძელდება და კვანტური კომპიუტერები გამოთვლების ახალ ეპოქას გვპირდებიან. კვანტური კომპიუტერი იყენებს კვანტური მექანიკის ეფექტებს და თანამედროვე სუპერკომპიუტერზე მილიონჯერ, მილიარდჯერ და ტრილიონჯერაც უფრო სწრაფი შეუძლია იყოს.

კლასიკური კომპიუტერისგან განსხვავებით, რომელიც ნულებისა და ერთიანების სერიებს, ანუ ბიტებს გადაამუშავებს, კვანტური კომპიუტერი ქუბიტებისგანაა შექმნილი, რისი მიხედვითაც, თითოეული ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც ნული, ისე ერთი. სწორედ ამ პრინციპით, კვანტურ კომპიუტერს მილიონობით გამოთვლის თანადროულად ჩატარება შეუძლია.

ბევრი ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ის, Microsoft-ის და IBM-ის ჩათვლით, ერთმანეთს კვანტური კომპიუტერების შექმნაში ეჯიბრება. კონკურენციაში სახელმწიფოებიც არიან ჩართული, მაგალითისთვის, ჩინეთი კვანტურ გამოთვლებში მილიარდობით დოლარს ხარჯავს.

ამასთან, კვანტურ კომპიუტერებთან ერთად, რეალური ხდება კვანტური კრიპტოგრაფია და კვანტური ინტერნეტი.

რა იქნება შემდეგი და როგორი იქნება კომპიუტერების ახალი ეპოქა, ამ საკითხზე სასაუბროდ, დღეს ჩვენი სტუმარი ერეკლე მაღრაძეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Apple Podcasts

Pocket Casts