9 წიგნი, რომელიც თბილისის წიგნის ფესტივალზე აუცილებლად უნდა შეიძინო — ბექა ადამაშვილი | VELI.Store
ფოტო: Veli
ყოველი სიის შედგენის წინ ჯიუტად აღვნიშნავ, რომ სიების შედგენა არ მიყვარს. შემდეგ კი არანაკლები სიჯიუტით ამ სიის შედგენას ვიწყებ. ადვილი მისახვედრია, რომ ამჯერადაც ასე მოხდა. ერთი კია, ჩემ მიერ საფესტივალოდ შერჩეულ წიგნებს რაიმე პრინციპი არ აერთიანებთ. უბრალოდ, თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა პერიოდში კონკრეტული ემოციით დამამახსოვრა თავი. ეს მცირე მიმოხილვებიც ძირითადად ემოციებზეა, რადგან შინაარსები ყდაზე ისედაც აწერია ხოლმე. შერჩეულთაგან ზოგი წიგნი ძველია, ზოგიც შედარებით ახალი. ერთადერთი, რასაც ამ სიაში ვერ ნახავთ, უახლესი წიგნებია. ერთი იმიტომ, რომ უახლეს წიგნებზე გამომცემლები საფესტივალოდ ჩემ გარეშეც შესანიშნავად ზრუნავენ და მეორე იმიტომ, რომ მათი უმეტესობა, უბრალოდ წაკითხული არ მაქვს. რაც წამიკითხავს კი, არის ეს:
1. ვაცის ნადიმი — მარიო ვარგას ლიოსა
ყველა ბედნიერი დიქტატორი თავისებურად ბედნიერია და ყველა უბედური დიქტატორი ერთნაირადაა უბედური, რასაც მარიო ვარგას ლიოსას ეს გამორჩეული რომანი კიდევ ერთხელ ადასტურებს. თუკი დომენიკის რესპუბლიკის ისტორიისა და ტრუხილიოს რეჟიმის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ფლობთ, ეცადეთ, ცოდნის მარაგის შევსება ამ წიგნის წაკითხვამდე გადადოთ. ერთი იმიტომ, რომ არაფერი საჩქარო დომინიკის რესპუბლიკის ისტორიის დღეს და ხვალ შესწავლაში არაა. მეორე კი იმიტომ, რომ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ეს ნაწარმოები ისტორიის არცოდნის მეშვეობით ბევრად მეტ დინამიკასა და დაძაბულობას შეიძენს. თუმცა, თუკი ტრუხილიოს რეჟიმზე ალაგ-ალაგ, ძირითადი მომენტები მანამდეც წაგიკითხავთ, არც ესაა პრობლემა. რომანისგან სიამოვნების მიღების მხრივ, დიქტატორის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის ცოდნა-არცოდნა სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ნამდვილად არ არის.
2. როჯერ ეკროიდის მკვლელობა — აგათა კრისტი
არსებობენ წიგნები, რომლებიც უსიკვდილოდ უნდა წაიკითხო იქამდე, სანამ ცოცხალი ხარ და არსებობენ წიგნები, რომელთა წაკითხვაც უბრალოდ დასპოილერებამდე უნდა მოასწრო. როჯერ ეკროიდის მკვლელობა უდაოდ მეორე კატეგორიაშია. ის იმ იშვიათ დეტექტიურ რომანთა რიგებშიც შედის, სადაც თითქმის შეუძლებელია დამნაშავის ვინაობას თხრობის პროცესში მიხვდე ან დადგენის შემდეგ, ოდესმე მისი დავიწყება შეძლო. ერთი სიტყვით, თუ დეტექტივები გიყვართ და რაღაც სასწაულის ძალით აქამდე მოსვლა ამ წიგნის წაუკითხავად (სულაც, დაუსპოილერებლად) შეძელით, ერკიულ პუაროს ერთ-ერთ გამორჩეულ თავგადასავალს, მისთვის განკუთვნილი 261 გვერდი ნამდვილად არ უნდა აუაროთ.
3. კურიერის ამბები — თემო რეხვიაშვილი
გამოერევა ხოლმე ისეთი დღეებიც, როცა თომას მანისა და ჯეიმს ჯოისის მრავალშრიანი ნაფიქრ-ნააზრევის ხასიათზე არ ხარ ადამიანი. ცხადია, ლიტერატურის ჭეშმარიტ გურმანებს ვგულისხმობ, თორემ ჩემთვის ამგვარი დღეების ოდენობა "გამოერევას" მკვეთრად აღემატება. ასეთ დროს კი "კურიერის ამბები" ნამდვილი მისწრებაა. წიგნი რეალურ ამბებს ეფუძნება. მისი ავტორი კი, კურიერად ქცეული მსახიობი, ჩინებულად ახერხებს, თავისი ტრაგიკომიკური ისტორიები ზომიერი თვითირონიითა და უზომო გულწრფელობით მოიტანოს თქვენამდე. რაკიღა მოტანა ვახსენეთ, აღსანიშნავია ისიც, რომ (ყურადღება, ახლა იქნება რეკლამა) ამ წიგნის შერჩევისა და შეძენის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი მას სამი საათის განმავლობაში, სასურველ ადგილზე სრულიად უფასოდ მოგართმევთ (რეკლამის დასასრული).
4. მარგალიტები — მარიამ გურგენიშვილი
ბიულერბიუელ ბავშვებს 90-იანი წლების საქართველოში რომ ეცხოვრათ, ალბათ, შედეგად, სწორედ ასეთ წიგნს მივიღებდით — მხიარულს, მაგრამ ეპოქისგან დაღდასმულს. ტექსტი სახასიათო პერსონაჟებითა და ლაღი იუმორითაა გაჯერებული. სწორედ ამიტომ, მასში მიმობნეული ენობრივი თუ შინაარსობრივი მარგალიტების აღმოსაჩენად სტრიქონთაშორის სიღრმეებში ყვინთვა და მოლუსკების მტვრევა სულაც არ მოგიწევთ. თუმცა კი, მხიარულებასთან ერთად, აუცილებლად შეეჩეხებით ტრაგედიის გარდაუვალობის იმ განცდასაც, ნისლივით რომ იპარება ტექსტში და ბოლოსკენ მთლიანადაც მოიცავს მას. სხვა მხრივ კი, თუ ფილტვები მწყობრში გაქვთ და არც ცხვირის ძგიდე ქმნის ჩასუნთქვისას რაიმე პრობლემას, მაშინ "მარგალიტები" მართლაც ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია.
5. მიზერი — სტივენ კინგი
სტრუქტურის გაცვეთილობა რომ არა, ამ აბზაცს უპირობოდ დავიწყებდი სიტყვებით: "სტივენ კინგის დიდებულ რომანთა შორის მიზერი აუცილებლად უნდა მოვიაზროთ". თუმცა, ვინაიდან დანით, ჩაქუჩითა და ათასი უბედურებით შეიარაღებული შეშლილი მკითხველი არ მადგას თავზე და მისთვის სასურველი ტექსტის დაწერას არ მაიძულებს, ამ აბზაცსაც ისე დავიწყებ და დავასრულებ, როგორც მე მინდა. თქვენ კი თუკი ჯერაც არ წაგიკითხავთ, მკითხველის მიერ ოთახში გამომწყვდეული მწერლის ეს დაძაბული, საშიში და ათას ერთ ზღაპრული ისტორია, დაყოვნება ნამდვილად არ ღირს. სტივენ კინგი ხომ იმ იშვიათ მწერალთა რიგებს მიეკუთვნება, ვისაც შეუძლიათ სქელტანიან წიგნში ორადორი პერსონაჟი ჰყავდეს და მაინც ისეთი დინამიკა შემოიტანოს თხრობაში, რომ მკითხველს ტექსტისათვის თვალის მოწყვეტის მიზერული შანსიც აღარ დარჩეს.
6. თუ ზამთრის ღამით მოგზაური — იტალო კალვინო
თქვენ ახლა კითხულობთ ბექა ადამაშვილის მცირე აღწერას იტალო კალვინოს წიგნისა თუ ზამთრის ღამით მოგზაური და, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ამ რომანის მიმოხილვის ამგვარად დაწყება ერთობ ბანალურია. ხოლო, თუკი ყოველივე ამას არ ფიქრობთ, გილოცავთ! ეს მეტწილად ნიშნავს იმას, რომ კალვინოს საუცხოო პოსტმოდერნული რომანის წაკითხვის შესაძლებლობა ჯერაც წინ გქონიათ. ნაწარმოები ოთხი წლის წინ წავიკითხე და არალეგალურ წიგნებზე ნადირობის გარდა, შინაარსის მხრივ, ბევრი არაფერი მახსოვს. თუმცა, შინაარსის მიღმა, ფორმისა და ტექსტთან თამაშის კუთხით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წაკითხულ წიგნთა შორის, ეს რომანი ერთ-ერთი გამორჩეულია. სიმართლე რომ ვთქვა, "ბოლო ოთხი წლის განმავლობაში"-ს ნაცვლად შემეძლო "ოდესმე"-ც დამეწერა, მაგრამ საკუთარ მახსოვრობას მთლად ასეთ მასშტაბებზე ნამდვილად ვერ ვენდობი. წიგნისგან მიღებულ ემოციაზე კი, სავარაუდოდ, უფრო დამეჯერება.
7. ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში — დაგლას ადამსი
თუკი კაცობრიობამ იმდენი მოვახერხეთ, რომ დედამიწიდან გახიზვნის საჭიროება დაგვიდგა, თან წასაღებად ამაზე კარგ სახელმძღვანელოს ვერსად ვიპოვით. მით უფრო, რომ ამ წიგნში არის ზუსტად ის, რაზეც ბევრი სხვა უფრო დიდი რომანიც კი ვერ იოცნებებს — პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე. მართალია, ინფორმაციის სიმწირის გამო, ამ უნივერსალურ პასუხს ვერც ვერაფერში გამოიყენებ, მაგრამ როცა ამხელა ცოდნის ფლობაზე გაქვს ადამიანს პრეტენზია, აბა იქ ეს უტილიტარისტული უწიპუწი რაღა მოსატანია. თანაც, წიგნში იმდენად მასშტაბური სამყაროა აღწერილი, რომ დასაწყისში დედამიწაზე მომხდარი თითქოსდა საშიში აპოკალიფსი, შესაძლოა, სულ მალე სასაცილოდაც კი არ გეყოთ. განსხვავებით თავად წიგნისგან, რომელიც ცალსახად სასაცილოა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. თქვენ კი თუ მაინცდამაინც არ გაგეცინათ, შემიძლია დამატებით სამნი ნავში (ძაღლს თუ არ ჩავთვლით) ან ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ძაღლის ჩათვლით) გირჩიოთ.
8. ბუნკერი —ივა ფეზუაშვილი
ზოგიერთი წიგნი, სხვა ყველაფერთან ერთად, იმ სარკის ფუნქციასაც ითავსებს, რომელზეც ილია ჭავჭავაძე თავისი ცნობილი ნაწარმოების მიწურულს წერდა. მათ შორისაა, ბუნკერიც, რომელიც არსებულ რეალობას ირეკლავს და როგორც სათაურიდანვე ჩანს, ამ სარკეში არცთუ დიდებულად წარმოგვაჩენს. ეს არის რომანი იმაზე, რომ სამეფოში რაღაც ძალიან დიდი დალპა და ამის გამო თითქმის ყველა პერსონაჟი, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, წარმომავლობისა თუ სოციალური სტატუსისა, ერთნაირად ყარს. თავად ტექსტი კი გვაიძულებს დავფიქრდეთ, თუ რისი შეცვლა შეგვიძლია იმისთვის, რომ სიმონიანების ერთი ოჯახის ისტორიის კითხვისას მხოლოდ სინდისის ქენჯნით არ შემოვიფარგლოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის რომანი, რომლის სიმძაფრეს ნებისმიერი მკითხველი საშინელი სურდოს პირობებშიც კი აუცილებლად შეიგრძნობს.
9. ყოველი ამბის დასასრული — მინდია არაბული
თუკი მოთხრობათა კრებულები მაინცდამაინც არ გხიბლავთ, ამ წიგნს ნამდვილად აქვს პოტენციალი, თქვენი შეხედულებების გადახედვაზე დაგაფიქროთ. კრებულში ყოველი ამბავი ჩინებულია. ყოველი ამ ამბის დასასრულიც, არანაკლებ. ამ ჩინებულებას კი წერის სტილის გარდა, ის ორიგინალური მოცემულობებიც განაპირობებს, რომელსაც თითოეული მოთხრობა ეფუძნება. ყველა სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო იმ კოღოს გაპერსონაჟება რად ღირს, ქრისტეს რომ უკბინა და მისი სისხლის გადამტან მცირე გრაალად იქცა. ასეთი სხვაც ბევრია. ბუნებრივია, ყველა ისტორია თუ მოცემულობა შეიძლება ერთნაირად არ მოგეწონოთ, მაგრამ თითოეულ მათგანში აუცილებლად იპოვით რაღაც ისეთს, რაც მნიშვნელოვან საკითხებზე დაგაფიქრებთ. ეს კი ჩვენს დროში სულაც არ არის მცირე ამბავი. ზოგჯერ ფუფუნებაც კია.
ასე და ამგვარად, ვეცადე, რომ წინასაფესტივალო ალიაქოთში ჩემი მცირე წვლილი შემეტანა და "რამე წიგნს ხომ არ მირჩევდი?" შეკითხვაზე სუბიექტური პასუხები გამეცა. ხოლო, თუკი რომელიმე წიგნმა დაგაინტერესათ და ფესტივალზე წასვლას ვერ ახერხებთ, არც მაგაზე იღელვოთ. ასეთ შემთხვევაში, ფესტივალი თავად მოვა თქვენთან, ვინაიდან VELI.Store და წიგნების ფესტივალი დამეგობრდნენ და VELI.Store-ზე ნებისმიერი წიგნის შერჩევისა და შეძენის შემთხვევაში, კურიერი მას სამი საათში, სასურველ ადგილზე სრულიად უფასოდ მოგართმევთ.
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები