ვლადიმერ ტაბაღუა

9 May. 2022, 12:34

ჩვენ გვეგონა საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, თავისუფლება მოვიპოვეთ და დავადექით დამოუკიდებლობის გზას, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომ, რომ იმპერიამ დაგვანახა 2008 წელს, როგორ გაილაშქრა ჩვენ წინააღმდეგ და რამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იმდენი ათასი ლტოლვილი გახდა საქართველოში, საკუთარ სამშობლოში. ეს მოიტანა იმ ძალამ, ბნელმა ძალამ, რომელიც არ ეგუება, რომ მისი მეზობელი ხალხი თავისუფლად და დამოუკიდებლად განვითარდეს.

ახლა ვხედავთ უფრო უარეს მდგომარეობას უკრაინაში, მოძმე ხალხში, სადაც სჩადიან საშინელ ბოროტებას. ასეთი ბოროტება, რომ ბავშვები ხოცონ, უდანაშაულო მოქალაქეები ქალაქი მიწასთანაა გასწორებული და რატომ შვრებიან ამას. ამაზე მოსკოვი, მთავრობა პასუხს არ იძლევა. რატომ ხოცავენ ამ ხალხს, რა დააშავეს? მარტო ის, რომ დამოუკიდებლობა სურდათ, თავიანთი სურვილით განვითარდნენ და თავიანთი სურვილით იცხოვრონ, ამისათვის სჯის, რომ არ წავიდეს დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ და იყოს მისი იმპერიის ქვეშ. ამას არ დაუშვებს არც უკრაინა და არც საქართველო. მე ის მაძლევს იმედს, რომ მთელი ცივილიზებული ქვეყნები გაერთიანებული არიან, რომ უკრაინელმა ხალხმა დაიცვას თავისი მიწა-წყალი და დაიცვას თავისი სამშობლო. [...]

ეს ომი რომ ჩამთავრდება და დამარცხდება დიდი იმპერია, ამის შემდეგ ვფიქრობ დაისადგურებს მშვიდობა მთელ მსოფლიოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
  2. ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი
  3. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს — კახა კალაძე “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით
  4. 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
  5. არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ენმ-ის წევრი დავით დიღმელაშვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდეც — შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე

ხელისუფლება როდესაც საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ამას გულისხმობს კიდეც, — ამის შესახებ ბრიფინგზე…