ტვინის ელექტრული სტიმულაცია სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ — როგორ
ახალი კვლევის თანახმად, ტვინის სპეციფიკური უბნების სტიმულირება სუსტი ელექტრული დენებით მწეველებს თამბაქოზე უარის თქმაში დაეხმარება. ამ თემაზე ყველა არსებული კვლევის მონაცემების გაერთიანების შემდეგ, ავტორებმა დაადგინეს, რომ ტექნიკა მწეველებს მოწევისთვის თავის დანებებაში ნამდვილად ეხმარება.
მოხსენიებული, როგორც ტვინის არაინვაზიური სტიმულაცია (NIBS), შეიძლება განხორციელდეს ელექტროდების გამოყენებით და დაბალი ინტენსივობის დენiს სკალპში მიწოდებით, ან მეტალის ხვეულით, რომელიც აგზავნის მაგნიტურ იმპულსებს ტვინში. ტრანსკრანიალური პირდაპირი დენის სტიმულაცია (tDCS) და ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია (TMS) — ეს ორი მეთოდი ამჟამად განიხილება, როგორც პოტენციური სამკურნალო მეთოდი ნივთიერების მოხმარების დამოკიდებულებაზე, დეპრესიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა საკითხებისთვის.
2020 წელს, FDA-მ დაამტკიცა კონკრეტული TMS სისტემის გამოყენება თამბაქოსგან გასათავისუფლებლად, მას შემდეგ, რაც კვლევამ აჩვენა, რომ მკურნალობა ეხმარება ადამიანებს თავი დაანებონ მოწევას. იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა NIBS-ს ხელი შეუწყოს სიგარეტისთვის დიდი ხნით თავის დანებებას Addiction-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის ავტორებმა ჩაატარეს ყველა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის სისტემატური მიმოხილვა.
სულ ჩატარდა შვიდი კვლევა, რომელშიც 699 მონაწილე იყო. თითოეულ კვლევაში მწეველები მკურნალობდნენ ან NIBS-ით ან მკურნალობის მოჩვენებითი ფორმით, რომელიც მოქმედებდა როგორც პლაცებო. ცვლილებები მოწევის მხრივ დაფიქსირდა მკურნალობის დასრულებიდან სამიდან ექვს თვემდე პერიოდში.
საერთო ჯამში, მწეველები, რომლებიც იღებდნენ NIBS-ს, 2,39-ჯერ უფრო ხშირად ანებებდნენ სიგარეტს თავს, ვიდრე ისინი ვინც პლაცებოს. ეს მაჩვენებელი აღემატება მოწევის შეწყვეტის სხვა დამხმარე საშუალებებს, როგორიცაა ვარენიკლინი, ისევე როგორც ელექტრონული სიგარეტი.
კვლევის წამყვანი ავტორის ბენჟამინ პეტის თქმით, შედეგები ძალიან კარგია და დარწმუნებულია რომ NIBS არის მოწევისთვის თავის დანებების ძალიან პერსპექტიული მეთოდი.
მოწევის ნეიროფიზიოლოგია — და ზოგადად დამოკიდებულების — ჯერ კიდევ ცუდად არის შესწავლილი, თუმცა მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ლტოლვა შეიძლება ნაწილობრივ მაინც იყოს დაკავშირებული ტვინის იმ რეგიონის გააქტიურებით, რომელსაც ეწოდება დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქი. როდესაც მკვლევრებმა შეისწავლეს NIBS-ის ეფექტიანობა კონკრეტულად ამ რეგიონის მიმართ, აღმოაჩინეს, რომ მოწევისგან თავის შეკავების შანსი სამიდან ექვს თვემდე 4,34-ჯერ გაიზარდა.
რაც უფრო შთამბეჭდავია, მათ აღნიშნეს, რომ 464 პროცენტით გაიზარდა მოწევის შეწყვეტის ალბათობა, როდესაც NIBS მიმართული იყო გვერდითი პრეფრონტალური ქერქისა და ინსულისკენ ორმხრივად.
კომენტარები