9 წლის ამერიკელმა ბიჭმა ლიმონათების გაყიდვით კატების დასახმარებლად $2 ათასი შეაგროვა
ფოტო: Miller Family
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა კატების დასახმარებლად ლიმონათების გაყიდვა დაიწყო და სამი წლის განმავლობაში უკვე თითქმის $2 ათასი შეაგროვა.
ბენ მილერმა თავისი საყვარელი ცხოველებისთვის ფულის შესაგროვებლად 2019 წელს მოკრძალებული კამპანია წამოიწყო და ლიმონათების გასაყიდად ქუჩაში სტენდი დადგა. ბიჭს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აიდაჰოს შტატში ცხოველთა თავშესაფარს ბებიასთან ერთად ესტუმრა.
"ვნახე, რომ ზოგიერთ კატას სათამაშო არ ჰქონდა", — ამბობს პატარა მეწარმე, რომელიც ლიმონათების გასაყიდი სტენდის დადგმაზე ისედაც ფიქრობდა, თუმცა, შემდეგ გადაწყვიტა, თავისი შემოსავლით ცხოველებს დახმარებოდა.
ბენის დედის, ემი მილერის თქმით, თავისი შვილი საათების განმავლობაში დგას და გამვლელებს ორცხობილებთან ერთად სხვადასხვა არომატის ლიმონათებს სთავაზობს ხოლმე.
ფოტო: Miller Family
ბიჭის შეგროვებული თანხით თავშესაფარი კატებისთვის საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს შეიძენს. დაწესებულების განცხადებით, ამჟამად კატებს გამრავლების პერიოდი აქვთ, ამიტომ მათ ბევრი რამ სჭირდებათ.
სხვათა შორის, ბენს კატების დასახმარებლად ფულის შეგროვებაში თავშესაფარიც დაეხმარა — სოციალურ ქსელებში საგანგებო ფონდის რეკვიზიტები გააზიარეს და ცხოველთა მოყვარულებს, რომლებიც პატარა ბიზნესმენის სტენდთან მოხვედრას ვერ ახერხებენ, სხვაგვარად დახმარების საშუალება მისცეს. თუმცა, ბენთან შესახვედრად ბევრმა არც გზის გავლაზე თქვა უარი.
"ზოგი თითქმის მთელი საათი მგზავრობდა, ჩვენამდე რომ მოსულიყო", — აცხადებს ბენის დედა, — "ამბობდნენ, რომ ამბავი რადიოდან შეიტყვეს".
ემის თქმით, ყოველთვის იცოდა, რომ თავის შვილს კეთილი გული ჰქონდა, თუმცა, მისმა ნამოქმედარმა მაინც გააოცა.
თავის მხრივ, თავშესაფარი დასძენს, რომ მსგავსი ინდივიდუალური ძალისხმევა დაწესებულებებს ძალიან ეხმარება, რადგან "ყოველი დოლარი მნიშვნელოვანია".
"ასეთი ბავშვების ნახვა გულს გვითბობს", — ამბობს თავშესაფრის წარმომადგენელი, — "ძალიან მადლიერები ვართ, განსაკუთრებით, ახალგაზრდების".
ბენის დედის თქმით კი, თავისი შვილი სამწლიანი საქმიანობის შემდეგაც არ აპირებს გაჩერებას.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები