მსახიობებს კარიერის განმავლობაში უამრავი პერსონაჟის განსახიერება უწევთ, რომელთა ნაწილი არა გამოგონილი, არამედ რეალური ადამიანი იყო. ასეთ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, პერსონაჟს ხასიათით, გამომეტყველებით, საუბრის მანერითა და გარეგნობითაც კი დაემსგავსონ. ზოგიერთი მსახიობი როლში იმდენად იჭრება, რომ მასსა და განსახიერებულ პერსონაჟს შორის გარეგნული განსხვავების პოვნა ძალიან რთულია.

მსახიობები ხშირად სხვა რეალურ ადამიანებთან ერთად, ცნობილ კრიმინალებსაც განასახიერებენ. ამ სტატიაში რამდენიმე მაგალითს გიჩვენებთ, როცა მსახიობი გარეგნულად იმდენად დაემსგავსა პერსონაჟს, რომ მათი ერთმანეთისგან გარჩევა ნამდვილად გაგიჭირდებათ:

1. ჯოუი კინგი — ჯიფსი როუზ ბლანჩარდი

ჯიფსი როუზ ბლანჩარდი

ჯოუი კინგი

ჯიფსი როუზი დედის მკვლელობის გამო გაასამართლეს. ჯიფსი წლების განმავლობაში სახლში, დედის ტყვეობაში იმყოფებოდა და მისი ძალადობის მსხვერპლი იყო. ჯოუი კინგმა ჯიფსი სერიალ The Act-ში განასახიერა.

2. ჯულია გარნერი — ანა დელვი

ანა დელვი

ჯულია გარნერი ანა დელვის როლში

რუსეთში დაბადებული ანა დელვი ნიუ-იორკში თავს ყველას მდიდარი გერმანელი ოჯახის მემკვიდრედ აცნობდა, რის შემდეგაც ნიუ-იოკრის ელიტას ასობით ათასი დოლარი გამოსტყუა. ანა დელვის როლს სერიალში Inventing Anna ჯულია გარნერი ასრულებს.

3. შარლიზ ტერონი — ეილინ უორნოსი

ეილინ უორნოსი

შარლიზ ტერონი ეილინ უორნოსის როლში

ეილინ უორნოსს ხშირად პირველ სერიულ მკვლელ ქალს უწოდებენ. მან 1989-1990 წლებში 7 კლიენტი კაცი მოკლა. უორნოსი ამტკიცებდა, რომ თითოეულმა მისი გაუპატიურება სცადა და მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა. საბოლოოდ, ის სიკვდილით დასაჯეს. უორნოსის როლი შარლიზ ტერონმა ფილმში Monster მოირგო.

4. ზაკ ეფრონი — ტედ ბანდი

ტედ ბანდი

ზაკ ეფრონი ტედ ბანდის როლში

ტედ ბანდი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელია, რომელმაც 30 მკვლელობა აღიარა. კრიმინალი ფილმში Extremely Wicked, Shockingly Evil and Vile ზაკ ეფრონმა განასახიერა.

5. ჯარედ ლეტო — მარკ დევიდ ჩეპმენი

მარკ დევიდ ჩეპმენი

ჯარედ ლეტო მარკ დევიდ ჩეპმენის როლში

მარკ დევიდ ჩეპმენი ჯონ ლენონის მკვლელობის გამო გაასამართლეს. მისი როლი ჯარედ ლეტომ ფილმ Chapter 27-ში მოირგო.

6. კემერონ ბრიტონი — ედ კემპერი

ედ კემპერი

კემერონ ბრიტონი ედ კემპერის როლში

ედ კემპერი 70-იანი წლების სახელგანთქმული სერიული მკვლელი იყო. სერიალ Mindhunter-ში მისი როლი კემერონ ბრიტონმა მოირგო.

7. დეიმონ ჰერიმენი — ჩარლზ მენსონი

ჩარლზ მენსონი

დეიმონ ჰერიმენი ჩარლზ მენსონის როლში

ჩარლზ მენსონი მენსონების ოჯახის უფროსი იყო — კულტის, რომელმაც 60-იან წლებში რამდენიმე მკვლელობა ჩაიდინა. დეიმონ ჰერიმენმა ჩარლზ მენსონის როლი სერიალ Mindhunter-სა და ფილმ Once Upon a Time in Hollywood-ში მოირგო.

8. ზაკ ვილა — რიჩარდ რამირესი

რიჩარდ რამირესი

ზაკ ვილა რიჩარდ რამირესის როლში

"ღამის მონადირედ" წოდებული რიჩარდ რამირესი დამნაშავედ რამდენიმე მკვლელობაში, გაუპატიურებაში, მკვლელობის მცდელობასა და ძარცვაში სცნეს. მისი როლი სერიალ American Horror Story: 1984-ში ზაკ ვილამ მოირგო.