საქართველოს ბანკისა და მონოლით ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით Monolith Green City შენდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და მონოლით ჯგუფის 8 წლიანი პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. პარტნიორობის საფუძველზე, 17 მლნ. დოლარის მოცულობის ინვესტიციით მონოლით ჯგუფის მორიგი პროექტი — Monolith Green City ხორციელდება.
ახალი კომპლექსი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში, შენდება. Monolith Green City 23 საცხოვრებელ კორპუსს, ვრცელ რეკრეაციულ ზონებს, საბავშვო ბაღს, სკოლას, კომერციულ ობიექტებს, სპორტულ მოედნებს, საცურაო აუზს, სასეირნო, სარბენ და ველო ბილიკებს გააერთიანებს. პროექტის ჯამური ფართობი 12 ჰა-ს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ Monolith Green City-ის მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც 40%-მდე დაზოგავს კომუნალურ გადასახადებს.
"Monolith Green City თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც სიმწვანე, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო მობინადრეებს შესაძლებლობას მისცემს, იცხოვრონ ქალაქის გულში, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემოში. მონოლით ჯგუფის მიზანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე დაამკვიდროს მშენებლობის მაღალი სტანდარტი, ყოველთვის დააკმაყოფილოს მომხმარებლის სურვილები და უპასუხოს ახალ გამოწვევებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შესაძლებლობა გვეძლევა სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენი ჩანაფიქრები და მაცხოვრებლებს კომფორტული და მშვიდი გარემო შევთავაზოთ", - აცხადებს მონოლით ჯგუფის წარმომადგენელი, ნუკი პაიჭაძე.
"მონოლით ჯგუფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, წლების მანძილზე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის: მონოლით სითი, მონოლითი ორთაჭალა, სასტუმრო ბიოგრაფი და სხვა. ჯგუფის მიმდინარე პროექტი განსაკუთრებულია, რადგან კომპლექსი მხოლოდ 2,5 კილომეტრითაა დაშორებული ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა ბოტანიკური ბაღი, აბანოთუბანი, ნარიყალას ციხე, მეტეხის ხიდი, რიყის მოედანი და სხვა. ულამაზესი პანორამული ხედებითა და დენდროლოგიური ბაღებით გარშემორტყმული კომპლექსი დარწმუნებული ვართ, მობინადრეებს მაქსიმალური კომფორტითა და სიმშვიდით უზრუნველყოფს. გვინდა, სამომავლო საქმიანობაში ჯგუფს წარმატება ვუსურვოთ. ჩვენ კი კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერას", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
ინფორმაციისთვის, მონოლით ჯგუფი სამშენებლო სფეროში 2013 წლიდან ოპერირებს. ქართულ სამშენებლო ბაზარზე კომპანიამ შეძლო თავი დაემკვიდრებინა, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულმა სამშენებლო კომპანიამ. მონოლით ჯგუფი სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს უზრუნველყოფს. კომპანია პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს. მათი ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით აშენებული და აღდგენილია არაერთი მრავალფუნქციური კომპლექსი, საცხოვრებელი სახლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, და სხვა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები