უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა. ინფორმაცია ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ამჟამად უკრაინაში მებრძოლმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა.

On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნულზე უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია და კონტაქტზე არიან ოჯახის წევრებთან. მათივე თქმით, დაიწყება შესაბამისი პროცედურები.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში