თიბისი ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს
ფოტო: TBC
უკვე წელიწადზე მეტია, თიბისის გუნდი საერთაშორისო მასშტაბით ფართოვდება და ტექნოლოგიების მიმართულებით ტალანტებს სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს.
ტექნოლოგიურ სივრცეებთან უწყვეტი კავშირისთვის თიბისიმ თანამშრომლების გარე ბაზრებიდან მოზიდვა დაიწყო. ამას ხელი, ნაწილობრივ, პანდემიამაც შეუწყო, რადგან ადამიანებმა მთელ მსოფლიოში დაინახეს, რომ კარგად მუშაობისთვის ზოგჯერ ოფისი საჭირო სულაც არ არის, მეტიც, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ხარ ეკრანს მიღმა. "იმუშავე საიდანაც გინდა" — ეს 2020 წელს თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო, რამაც ქართველ და უცხოელ თანამშრომლებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაამარტივა.
პროცესი პანდემიამდე დაიწყო — რამდენიმე წელია, თიბისის გუნდები ჰყავს უზბეკეთში, უკრაინაში თუ ისრაელში, თუმცა ახლა მასშტაბები უფრო გაფართოვდა და კომპანიას ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტები ათი ქვეყნიდან შემოუერთდნენ. მათ შორისაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ინდოეთი, ყაზახეთი, სომხეთი და სხვა. თავის მხრივ, უზბეკეთში თიბისის 700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რომელიც ციფრული ბანკის განვითარებაში იღებს მონაწილეობას და მათი 97% ადგილობრივია. საგულისხმოა, რომ გასულ წელს The Global Economics-მა თიბისი უზბეკეთში წლის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.
"მსოფლიოში ტექნოლოგიური კომპანიები არნახული ტემპებით ვითარდებიან, შესაბამისად, გვსურს, ის მიდგომები, რომლებიც მათთან გამოიყენება, ჩვენც დავნერგოთ. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება შემოვიტანოთ და უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან. საქართველოს ბაზარი პატარაა, რაც ბუნებრივია, მოსახლეობაც ცოტანი ვართ, შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებზე ხელი ბევრს არ მიუწვდება, ამიტომ დავიწყეთ ტალანტების ძიება საზღვარგარეთაც. ეს იმანაც გაგვიადვილა, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს შეზღუდვები და მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადაეწყო", — ამბობს ნიკა მამულაშვილი, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი.
თიბისის უცხოელი გუნდის წევრები პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიური მიმართულებით ჰყავს. ესენი არიან software დეველოპერები თუ არქიტექტორები, ბიზნეს ანალიტიკოსები თუ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები, რომლებიც, ნიკას თქმით, კომპანიას დიდ გამოცდილებასა და ცოდნას მატებენ.
"დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიები არის ყველგან და ყველაფერში. ეს სფერო იმიტომ ავირჩიე, რომ იგი მუდმივად ცვალებადია, არასდროს გეძლევა მოწყენის საშუალება და ყოველთვის საინტერესო გამოწვევების წინაშე დგები. თიბისი არა მხოლოდ იზიდავს კარგ სპეციალისტებს, არამედ ქმნის შესანიშნავ სამუშაო პირობებს და გაძლევს ზრდის შესაძლებლობას. თიბისი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის კომპანიებიდან, რომლებსაც ესმით, რომ კარგ სპეციალისტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მუშაობა. იმისდა მიუხედავად, რომ ფიზიკურად სხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მათგან უზრუნველყოფილი ვარ საჭირო აღჭურვილობით და დახმარებით, შესაბამისად, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ," — ამბობს ბლაგოჟ ტალევსკი, ინტეგრაციის კონსულტანტი მაკედონიიდან.
"IT სერვისების სექტორში, დაახლოებით, ათი წელია, ვმუშაობ და მითანამშრომლია მრავალ კომპანიასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საერთო ჯამში კი, 22 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაქვს IT-ში პროდუქტების, სტარტაპებისა და სხვა მიმართულებით. თიბისიმ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ფართო მასშტაბის ტრანსფორმაცია მოვახდინო თავად თიბისისთვის. ეს არის შესაძლებლობა, გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და, თიბისის მიზნებთან შესაბამისად, აქ თანდათანობით დავნერგო ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მიმიღია. თიბისის გუნდმა გასწია დიდი ძალისხმევა, რათა შეესწავლათ ადგილობრივი კანონები და შეზღუდვები, ამასთან, ისინი არიან მოქნილები, რომ ამ ყველაფერს მოერგონ. თიბისი ასევე დაგვეხმარა, შეგვეცნო ახალი ქვეყნის კულტურა და სამუშაო მიდგომები," — ამბობს სავინდერ პური, DevOps-ის არქიტექტორი, რომელიც ინდოეთიდან მუშაობს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები