"დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" — თიბისი გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალურ ინიციატივას შეუერთდა
ფოტო: თიბისი
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საფონდო ბირჟის მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივი საბანკო-საფინანსო სექტორი ქალთა გაძლიერებისთვის გაერთიანდა. ყოველწლიური გლობალური ინიციატივა "დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდა და ყურადღება იმ მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა, რომლის შესრულებაც საბანკო-საფინანსო სექტორს გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის შეუძლია.
ღონისძიებას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური დირექტორი ნინო ქურდიანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინიციატივას წელს თიბისიც შეუერთდა. ღონისძიებაში ბანკის რისკების მართვის ხელმძღვანელი, ნინო მასურაშვილი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ნინო სუქნიძე მონაწილეობდნენ. საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა, გენდერული თანასწორობის ინიციატივებთან დაკავშირებით, საკუთარ ხედვები და გამოცდილება წარადგინეს. მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებსა და ერთობლივი თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.
გენდერული თანასწორობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. მაკინზის უახლესი კვლევის მიხედვით, კომპანიებს, რომლებშიც გენდერულად დაბალანსებული, მრავალფეროვანი სამუშაო გარემოა, 15%-ით მეტი შემოსავალი აქვთ. დირექტორთა საბჭოებში ქალების წარმომადგენლობა კი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება. თუმცა, პანდემია და სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებით გამოწვეული კრიზისები გენდერული თანასწორობის კუთხით ამ დრომდე მიღწეულ პროგრესსაც აზიანებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორს ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების რიცხვის გაზრდით, ქალებზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, მრავალფეროვნების მხარდაჭერითა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივებით, შეუძლია, ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას, შექმნას თანამშრომლობისა და პოზიტიური ცვლილებების მაგალითები, რომლებიც პერსპექტივაში არა მარტო კონკრეტული ბიზნესების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზეც პოზიტიურად აისახება. ღონისძიების მიზანი სწორედ ამ შესაძლებლობის წარმოჩენაა.
ინიციატივა პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები