3 აქცია, რომელიც ახლა უნდა იყიდო და სამუდამოდ შეინახო
ფოტო: Oren Elbaz / Unsplash
თუ ინვესტირებას გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებ, ისეთი აქციები უნდა მოძებნო, რომელიც წარსულში სტაბილურად განვითარდა და სამომავლოდაც ზრდის პერსპექტივას აჩვენებს.
ეს არ არის მარტივი, თუმცა არც შეუძლებელია. მთავარია, ზუსტად იცოდე, რა დროის ჰორიზონტზე გეგმავ ამ საქმეს და რამდენად შეგწევს უნარი, იყიდო ახლა და სამუდამოდ შეინახო ფასიანი აქციები.
ამ სტატიაში იმ აქციებზე გიყვებით, რომელთა ფლობასაც ბაზრის ექსპერტები გრძელვადიან პერსპექტივაში ურჩევენ.
Microsoft (MSFT)
ფოტო: Aktar Hossain / Unsplash
ბოლო პერიოდში Microsoft-ის აღმავლობის დაწყებას სატია ნადელას კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნას უკავშირებენ. ეს 2014 წელს მოხდა, როდესაც კომპანია ეგრეთ წოდებულ სააბონენტო მოდელზე გადავიდა და ღრუბლოვან სერვისებზე გააკეთა აქცენტი. ამ დროისთვის კომპანიის აქციების ღირებულება 722%-ით გაიზარდა.
ამჟამად კომპანიის დივიდენდის განაკვეთი 0,8%-ია. ერთი აქციის ღირებულება კი 309,42 აშშ დოლარს უტოლდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში Microsoft-ის აქციების ფასი დაახლოებით 24%-ით არის გაზრდილი.
West Pharmaceutical Services (WST)
ფოტო: Louis Reed / Unsplash
ეს ის ბიზნესია, რომელიც პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2021 წელს სამედიცინო პროდუქტებზე მოთხოვნის კატასტროფულ ზრდას West Pharmaceutical Services მომზადებული შეხვდა. კომპანიას ინექციური საშუალებების შეფუთვების მიმართულებით ბაზრის 70%-ს იკავებს.
ამჟამად კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 417,03 დოლარს უტოლდება. ბოლო ერთი წლის ჭრილში WPS-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 44%-ით არის გაზრდილი.
Home Depot (HD)
ფოტო: Oxana Melis / Unsplash
ეს კომპანია ყველა იმ ნივთის ვაჭრობით არის დაკავებული, რომელიც სახლის მოწყობას უკავშირდება: ხელსაწყოები, სამშენებლო პროდუქტები, ტექნიკა, მომსახურება და სხვა.
უძრავი ქონების სექტორის შენელების ფონზე, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით HD-ის აქციების ღირებულება 28%-ით არის შემცირებული. ბოლო წლების განმავლობაში ეს საკმაოდ დიდი ვარდნაა, თუ 2020 წლის მარტის თვეს არ ჩავთვლით.
ბაზრის ექსპერტების შეფასებით, ვარდნა გრძელვადიან პერსპექტივაში არ გაგრძელდება. ფრედი მაკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ში საცხოვრებელი ერთეულების დეფიციტია.
ამჟამად კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 301,89 აშშ დოლარია, რაც ბოლო ერთი წლის ჭრილში დაახლოებით 4%-იან ვარდნას ნიშნავს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები