2016 წლის აპრილში ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები. 11 მილიონ საბუთში ცხადად ჩანდა, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.
დოკუმენტებში, მსოფლიოს არაერთი ლიდერის სახელთან ერთად, საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელებიც ფიგურირებდა.