უკრაინელი მფრინავი და პოლიტიკოსი.

2014 წლის ივნისში ის ლუგანსკში ტყვედ ჩაიგდეს და მოსკოვში გაიტაცეს.

2016 წლის 22 მარტს რუსულმა სასამართლომ სავჩენკო დამნაშავედ სცნო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და მას 22–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნადეჟდა სავჩენკო გამოძიების ლეგიტიმურობასა და ბრალდებას არ აღიარებს. ევროკავშირის მინისტრებმა და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდეს სავჩენკოს გათავისუფლებისკენ.

ნადია სავჩენკო 1981 წლის 11 მაისს უკრაინის დედაქალაქ კიევში დაიბადა.