მშობლები და ფინანსები — რა პრობლემები შექმნა საბავშვო ბაღების დახურვამ
პანდემიის გამო საკლასო ოთახებში შეწყვეტილი სწავლა ამ დრომდე არ განახლებულა. იგივე შეეხო ბაღებს.
იმის გარდა, რომ ბაღი ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფეხურია, მშობლების დიდი ნაწილისთვის ის დიდი შვება და ერთგვარი დამხმარე იყო. ახლა კი, როცა ეკონომიკის გახსნასთან ერთად საბავშვო ბაღები ისევ არ ფუნქციონირებს, სამსახურში გასულმა მშობლებმა არ იციან დახმარების გარეშე, როგორ შეითავსონ მთელი დღე ბავშვის მოვლაც.
გვანცა კორძაიას 6 წლის შვილი, ანნა ჰყავს. როგორც ამბობს, პანდემიამდეც გრაფიკი საბავშვო ბაღზე ჰქონდა მორგებული, თუმცა ახლა რთულ მდგომარეობაშია. ბავშვი საჯარო ბაღში დაჰყავდა და ამ ეტაპზე ფინანსურად არც ძიძის საშუალება აქვს.
"დედაჩემთან ვტოვებ ხოლმე. სხვა მხრივ, მინდა თუ არა, სახლში ვარ. რამდენიმეგან ვმუშაობ. პროექტებზე ვარ დამოკიდებული. მაგრამ პროექტები შეჩერდა და ძიძის ფული არ მაქვს. რაც მაქვს, ის თუ ძიძას უნდა გადავუხადო, მაშინ სახლში დავჯდები", — ამბობს ის On.ge-სთან.
გვანცა დამატებით იმაზეც ღელავს, რომ სექტემბერში ანნა პირველ კლასში შედის და თუ სკოლები კვლავ არ გაიხსნა, გამოუვალ ვითარებაში იქნება. სკოლაში უთხრეს, რომ პირისპირ მეცადინეობისთვის და დისტანციური სწავლებისთვისაც ემზადებიან:
"სექტემბრიდან ძალიან მეშინია სკოლის დაწყების".
გარდა იმისა, რომ ბაღების დახურვამ პრობლემები შექმნა მშობლებისთვის, ამან დააზარალა კერძო ბაღებიც. მათ თანამშრომლების დათხოვნა მოუწიათ და ვერც ფინანსურ ვალდებულებების გასტუმრებას ახერხებენ.
კერძო ბაღების ასოციაციამ რამდენიმე კვირის წინ პრემიერმინისტრს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბაღების სააგენტოს წერილითაც მიმართა, რათა მათთვის რეკომენდაციები შეემუშავებინათ და გახსნის უფლება მიეცათ.
ქეთა გელაშვილს ხაშურში კერძო ბაღი აქვს და პანდემიის გამო 9 თანამშრომელი, მისი ჩათვლით, უმუშევარი დარჩა.
"ზაფხულის პერიოდში ბაღზე მოთხოვნა უფრო დიდია, საჯარო ბაღებიდანაც კი გადმოჰყავთ ზაფხულის ჯგუფში ბავშვები", — ამბობს ის.
ქეთა გელაშვილს აინტერესებს, რატომ არ შეიძლება, ბავშვები ბაღში მცირე ჯგუფებშიც დაუშვან, როცა ისინი პარკებსა და სკვერებში ერთად არიან და თამაშობენ. ამბობს, რომ სექტემბრიდან თუ ბაღი არ გაიხსნა, მისი მრავალწლიანი შრომა წყალში ჩაიყრება.
"მშობლებიც ხომ დაზარალდნენ. ითხოვენ, რომ ჩუმად მაინც გავხსნათ ბაღები, მაგრამ ეგ აბსურდია. დიდი იმედი გვაქვს, დროულად მოხერხდება ბაღების გახსნა. კრედიტიც მაქვს აღებული და ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი", — აღნიშნავს ქეთა გელაშვილი.
დაიწყება თუ არა საკლასო ოთახებში სწავლა, ეს ეპიდვითარებაზეა დამოუკიდებული, ამიტომ მთავრობაში ამაზე მყარ პასუხს არ იძლევიან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაძლოა, სკოლებში სწავლა ახალი სასწავლო წლიდან შერეული მოდელით დაიწყოს, რაც ერთდროულად ონლაინ და სასკოლო სწავლებას გულისხმობს. მისი თქმით, იგივე მექანიზმი საბავშვო ბაღების შემთხვევაში ვერ იმოქმედებს.
"როდესაც სწავლა დაიწყება, ბაღებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები არის იგივე, ზოგადი, რაც ყველა შემთხვევაში გვაქვს. საბავშვო ბაღებში ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს", — აღნიშნა მან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებიდან შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ზაფხულის ბოლომდე საბავშვო ბაღების გახსნა არც განიხილება და ამას მხოლოდ სექტემბრისთვის უნდა ველოდოთ. თუმცა ესეც არ არის გადაწყვეტილი საბოლოოდ.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები