Volvo Cars და Northvolt ელექტრო ბატარეების წარმოებას გეგმავენ
Volvo Cars და Northvolt ქარხანას დააფუძნებენ, რომელიც გამოუშვებს ბატარეების ახალ თაობას სრულად ელექტრო Volvo-სა და Polestar-ის ავტომობილებისთვის.
2025 წელს, ქარხანა შვედეთის ქალაქ გეტებორგში გაიხსნება და 3000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. ქარხანასთან ერთად, 30 მილიარდი შვედური კრონის ინვესტიციის ფარგლებში კვლევით-განმავითარებელი ცენტრიც შეიქმნება.
Volvo Cars-ი 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო მანქანების წარმოებასა და გაყიდვას ისახავს მიზნად. კომპანიის ელექტროფიკაციის სტრატეგიას ახალი ქარხანა და მჭიდრო კავშირები Northvolt-თან მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
"ჩვენი პარტნიორობა Northvolt-თან ბატარეების ელემენტების წარმოების მიზნით არის ელექტროფიკაციის მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული ამბიციების გასაღები. მზად ვართ, გავხდეთ ლიდერები პრემიუმ ელექტრომობილების სეგმენტში და 2030 წლისთვის გავყიდოთ მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილები. ახალი ქარხანა დაახლოებით ნახევარი მილიონი ავტომობილისთვის გამოუშვებს ბატარეას", — ჰაკან სამუელსონი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი.
"გეტებორგში ამ გიგაქარხნის დაარსება გადამწყვეტი ნაბიჯია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური საავტომობილო რეგიონის ტრანსფორმაციის გასაგრძელებლად, ასევე იმისათვის, რომ გავხდეთ მდგრადი ბატარეების წამყვანი გლობალური მიმწოდებლები", — პიტერ კარლსონი, Northvolt-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
Northvolt-ისა და Volvo Cars-ის ერთობლივი საწარმო წიაღისეულის გარეშე ენერგიით იმუშავებს და იქნება მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპული ბატარეების ელემენტების წარმოებაში. საწარმოო კომპანიის ხელმძღვანელად Tesla-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ადრიან კლარკი დაინიშნა.
Volvo Cars-სა და Northvolt-ს შორის პარტნიორობა ელექტრო ავტომობილების მძღოლებს მისცემს ყველაზე სასურველს - შორ მანძილზე სიარულისა და სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობას.
ქარხნის გახსნამდე, 2022 წელს კვლევით-განმავითარებელი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც გეტებორგში რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის. ცენტრის საქმიანობის ფარგლებში Volvo Cars გახდება ერთ-ერთი ავტომობილის მწარმოებელ იმ ბრენდებს შორის, რომლებიც ბატარეების ელემენტების განვითარებას და წარმოებას თავიანთი სრულყოფილი საინჟინრო შესაძლებლობების ნაწილად აქცევენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები