5 მიზეზი, რატომ უნდა ჩაერთო კონკურსში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია
"ამ მშვენიერი, თუმცა გამოწვევებით სავსე მსოფლიოს ყველა ბავშვს მოგიწოდებთ, რომ შეცვალოთ. შეცვალოთ, რაც არ მოგწონთ. ვერ გეტყვით, რომ ეს ადვილი იქნება, თუმცა, ნამდვილად გაამართლებს. ბავშვები შეიძლება მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტს შევადგენთ, მაგრამ ჩვენ მომავლის 100 პროცენტი ვართ".
ეს შთამაგონებელი სიტყვა TED გამოსვლისას თქვა ორმა მოზარდმა გოგომ, რომლებმაც თავიანთი ინიციატივითა და აქტიურობით ადგილობრივ კუნძულზე პლასტმასის შეფუთვა აკრძალეს.
არც საქართველოს ახალგაზრდები ჩამორჩებიან თანატოლებს თავიანთი აქტივიზმით. ნიკო კეცხოველის მონაწილე სკოლამ, თბილისთან ახლომდებარე კრწანისის ტყეპარკი განადგურებას გადაარჩინა. მათი კამპანიის შედეგად დღეს ტყეპარკზე ზრუნვა ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს ეკისრება. პარკი რომელიც მოცულობით 200 ჰექტარზე მეტს შეადგენს და თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობს, ყველასათვის ხელმისაწვდომია და ამჟამად მისი აღდგენისა და გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი, რომელში მონაწილეობაც ჯამში ათასზე მეტმა სკოლამ მიიღო
CENN-ის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია უკვე მეშვიდე წელია, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით იმართება. კონკურსის ორგანიზატორები ასევე არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
პროექტი, რომელში მონაწილეობაც ჯამში ათასზე მეტმა სკოლამ მიიღო, მოსწავლეების ეკოკლუბების შექმნას და წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი, სოციალური და საქველმოქმედო აქტივობების ჩატარებას ისახავს მიზნად. სწორედ ასე ენიჭებათ მათ შესაბამისი ქულები, რის შემდეგაც ჯერ ნახევარფინალში, შემდეგ კი ფინალში ხვდებიან.
პროექტში ჩართვის შემდეგ ამ ემოციას ჭეშმარიტად გაიზიარებთ და გაივლით არაჩვეულებრივ თავგადასავალს, გაიცნობთ საუკეთესო სპეციალისტებს, შეიძენთ ახალ მეგობრებს საქართველოს მასშტაბით, ისწავლით ბევრ ახალ თემას და ერთად განახორციელებთ მრავალ პროექტს..
და მაინც, ამ ზოგადი ინფორმაციის მიღმა ალბათ გაინტერესებს, რით არის გამორჩეული ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია. თუ ხარ აქტიური მოსწავლე, ან მასწავლებელი, ეს სტატია შენთვისაა. წარმოგიდგენ 5 მიზეზს, რატომ უნდა გადაწყვიტო კონკურსში მონაწილეობის მიღმა.
1. მიიღებ პრიზებს, ასახელებ სკოლას და საკუთარ თავს
პრემიის საპრიზო ფონდი სოლიდურია და გამოყოფილ გრანტებთან ერთად პარტნიორების საჩუქრებსაც მოიცავს. გუნდების საუკეთესო სამეულისთვის გრანტებად გათვალისწინებულია 8 000, 6 000, 4 000 ლარი. ამასთან, ერთ-ერთ წელს ეკოკლუბელებმა ავსტრიაშიც იმოგზაურეს.
თუმცა, ამ პრიზებისა და გამოცდილების შეძენის გარდა, პროექტში ჩართვის შემდეგ საკუთარი რეზიუმეს გამრავალფეროვნებასაც შეძლებ.
არც იმან დაგაფიქროს, რომ მონაწილეობა შეიძლება ჯერ ადრე იყოს შენთვის — გასული წლის გამარჯვებული გვიმრიანის სკოლის ეკოკლუბი, რომელიც კონკურსში ყველაზე გვიან ჩაერთო, პროექტის ყველაზე უმცროს მონაწილეებსაც აერთიანებდა. მათი გამარჯვებისთვის ხელი არც იმას შეუძლია, რომ კონკურსში ჩართულ ერთ-ერთ ყველაზე პატარა სკოლას წარმოადგენდნენ — სკოლას, სადაც მხოლოდ ცხრა კლასი სწავლობენ ადგილობრივი მოზარდები.
"ყველას ვურჩევდი, რომ ამ კონკურსში ჩაერთონ და მიიღონ გამოცდილება. დიდი სიამოვნებაა რასაც კონკურსის ფარგლებში აკეთებ, სწავლობ, ერთვები ქველმოქმედებაში, ეხმარები სხვებს, ალაგებ და ასუფთავებ საკუთარ სოფელს", — ამბობენ ეკოკლუბის წევრები.
2. შეიძენ დღეისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს
"ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ შემძინა მეც და ჩვენს ეკოკლუბსაც: განვივითარეთ სხვადასხვა საკითხებზე პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. უკვე კარგად შემიძლია სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაციის დამყარება. ამის საშუალებით ბევრი საინტერესო ადამიანიც გავიცანი, დარგის სპეციალისტები, თანამოაზრე ახალგაზრდები და მათთან დავმეგობრდი კიდეც. ვიმოგზაურე და ჩავატარე კვლევები — ჰყვება გასული წლის მეორეადგილოსანი კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, შოთა ზვიადაძე.
სოციალური და სამოქალაქო უნარების განვითარება სწორედ ისაა, რაც ამ პროექტს გამოარჩევს. როგორც შარშანდელი კონკურსის მესამეადგილოსანი, საჩხერის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი და ეკოკლუბის ხელმძღვანელი, ინგა მოსიაშვილი ამბობს, უნარების განვითარებას ხელს უწყობს "სწავლა კეთებით", რაც კლუბის წევრებს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ანიჭებს. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, გუნდურ მუშაობას წარმატებულს ხდის.
"კონკურსში რამდენიმეჯერ მონაწილეობის მიუხედავად, მხოლოდ ნახევარფინალამდე მისვლას თუ ვახერხებდით. პირველად გასულ წელს მოვხვდით ფინალში და მესამე ადგილიც დავიკავეთ. როგორც ჩანს, ამაზე გამოცდილებამაც იქონია გავლენა. კლუბში შეიძლება თაობათა ცვლაც იყო, მაგრამ მუხტი შევინარჩუნეთ. უფროსკლასელები ძალიან მეხმარეობდნენ კლუბის ახალი წევრების აქტივობებში ჩართვაში; ჩემი და ბავშვების ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ წარმატებას".
მონდომებისა და შეუპოვრობის მნიშვნელობას გამარჯვებული გვიმრიანის სკოლის ეკოკლუბის წევრებიც უსვამენ ხაზს. მათი თქმით, პატარა სკოლასაც შეუძლია გაიმარჯვოს, თუკი მონაწილეები საქმეს შემართებით მოეკიდებიან.
"მთავარია მონდომება. ბევრი გვეუბნებოდა, რომ ასეთი პატარა სკოლა ვერ გაიმარჯვებდა. ახლა უკვე დამოკიდებულება შეიცვალეს. ბოლო წამამდე ვაკეთებდით ყველაფერს იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია", — ამბობს გვიმრიანის ეკოკლუბის წევრი, სალომე.
თუმცა, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა არა მხოლოდ მოსწავლეებმა, არამედ პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმაც შეძლეს. ამას ადასტურებს გვიმრიანის სკოლის მასწავლებელი და ეკოკლუბის ხელმძღვანელი, თამარ თასოევიც.
"მართლაც საუკეთესო პროექტია და შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, ბევრი რამ ისწავლონ", — აღნიშნავს თამარი, — "ეს არ არის მხოლოდ მდგრადი განვითარების 17 მიზანი. ბავშვები იძენენ ბევრ უნარებს, როგორიცაა: ინფორმაციის მოძიება, გუნდურობა, სამუშაოების გადანაწილება და სხვა. მეც ვირწმუნე ჩემი შესაძლებლობების".
3. გაიცნობ თანატოლებსა და საინტერესო ადამიანებს
"მე ვიტყოდი, შეუძლებელიც შევძელით: დისტანციური ურთიერთობების გამო შექმნილ დაბრკოლებებს ჩვენი წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია: ვირტუალურ სივრცეში გვქონდა ტრენინგები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის, რუსთავის მერთანაც, რომელსაც ჩვენი აქტივობების შესახებ ინფორმაცია გავაცანით", — აღნიშნავს გასული წლის კონკურსის კიდევ ერთი მესამეადგილოსანი, რუსთავის სკოლის მასწავლებელი, — "CENN-ის მხარდაჭერით ვიყავით ბულაჩაურის მწვანე ბანაკშიც, რამდენიმე სკოლის ეკოკლუბებისთვის ჩავატარეთ საველე გასვლები კრწანისის ტყეპარკის შესახებ".
საკუთარი კლუბის წევრებთან ურთიერთობის გარდა, არც ის დაგავიწყდეს, რომ აქტივობების განხორციელების პროცესში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდები. სხვა ეკოკლუბელები, ჟიურის წევრები, მოწვეული ექსპერტები — შენი მეგობრები და გულშემატკივრები ხდებიან.
"მიუხედავად იმისა, რომ პრემიას კონკურსის ფორმატი აქვს და ფინალის დღეს გამარჯვებულის სტატუსი სამ ეკოკლუბს ეძლევა, ჯგუფში ვერ ნახავთ კონკურენტულ გარემოს", — ამბობს ნინი ბრეგაძე, CENN-ის წარმომადგენელი, — "აქ ერთმანეთს ეხმარებიან, ასწავლიან, იწვევენ თავიანთ სკოლებში და თავიანთ ღონისძიებებზე, გულწრფელ სიხარულს გამოხატავენ ერთმანეთის წარმატებაზე. ეკოკლუბელების საქმიანობები გარემოს დაცვის მიმართულებით შედეგიანია და მათ რეალურად მოაქვთ ცვლილებები. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი ირჩევს გარემოს დაცვასთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პროფესიას. ეს ყველაფერი ძალიან გვეამაყება და მომავალს უფრო იმედიანად ვუყურებთ.
"ნიკო კეცხოველის პრემია უამრავ პარტნიორ ორგანიზაციასაც აერთიანებს, რომლებიც ახერხებენ, რომ წაახალისონ გამორჩეული ეკოკლუბელები, რომლებიც კონკურსის კონცეფციის მიხედვით, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად რეალურ შედეგებს აღწევენ თავიანთ თემში".
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაუმეგობრდები საკუთარ თანატოლებსა და თანამოაზრეებს — სხვა სკოლების ეკოკლუბების წევრებს, რომლებიც შენთვის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ.
4. განახორციელებ საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებს
"ჩვენ ჩავერთეთ რუსთავის მასშტაბით გამოცხადებული იდეების კონკურსში 'სუფთა ჰაერი — ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა'", — ამბობს ირინა. აღნიშნული პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით იმართებოდა და ეკოლოგიური საკითხების, მათ შორის, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. სკოლების ეკოკლუბების ჩატარებული აქტივობების შედეგად, გამოვლიდნენ გამარჯვებულები, რომელთა შორისაც ირინას სკოლაც აღმოჩნდა. დამსახურებული გამარჯვებით კი მათ საკუთარი სკოლისთვის მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება განიზრახეს.
"გადავწყვიტეთ სკოლისთვის სკვერის შექმნა", — აგრძელებს იგი, — "გვქონდა საქველმოქმედო აქციებიც. ვაგროვებდით თანხას — გავყიდეთ მეორეული ნივთებიც — და შემოსული ფინანსებით ჩვენი სკოლის სამ ოჯახს დავეხმარეთ. გავითვალისწინეთ მიუსაფარი ცხოველების პრობლემაც და სკოლასთან ახლოს მცხოვრები პატარა ლეკვები მივიკედლეთ და ზაფხულის არდადეგების დადგომამდე მათზე ვზრუნავდით".
როგორც ხედავ, გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ვიწროპროფილურ საქმიანობას არ გულისხმობს. ასეთი საინტერესო აქტივობები დაგეხმარება, უკეთ გაიგო საკუთარი თემის საჭიროებები და სურვილის შემთხვევაში, მათ შესრულებაზე თავადვე იზრუნო. ეს რომ სათანადო ძალისხმევით შესაძლებელია, ამაში შოთა პროექტის ერთ-ერთი აქტივობისას დარწმუნდა.
"ჩატარებული აქტივობებიდან გამოვარჩევდი შშმ პირის დახმარებას", — იხსენებს შოთა, — "იგი გადაადგილებას ვერ ახერხებდა, თუმცა, ძალიან უყვარდა კითხვა და ხშირად თხოულობდა სხვადასხვა ადამიანისგან წიგნებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მაკულატურა ახალ წიგნებზე გადაგვეცვალა და მისთვის გვეჩუქებინა. ძალიან გაუხარდა".
საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობების მოფიქრება და შესრულება მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი გამარჯვებულისთვის — გვიმრიანის საჯარო სკოლისთვისაც, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც ითანამშრომლობა დასახული გეგმების განსახორციელებლად. ეს მიზნები მათ გატაცებებსაც ეხებოდა — გოგოები ფეხბურთელები არიან, თუმცა თემში სპორტული აქტივობებისთვის სივრცე არ აქვთ.
"დავწერეთ წერილი, რომ მოედნის მოწყობა გვსურდა, მოგვიანებით კი მერსაც ვესტუმრეთ და სურვილი პირად საუბარშიც გავუზიარეთ", — ამბობს კლუბის წევრი, — "დაგვპირდნენ, რომ ჩვენი თხოვნის გათვალისწინებას ეცდებოდნენ".
5. გაიგებ მეტს ეკოლოგიისა და აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ
რა გასაკვირია, რომ საჩხერის სკოლის კლუბის წევრები ეკოლოგიური საკითხებით დაინტერესდნენ. თავად ინგაც აღნიშნავს, რომ ეს საკითხები დღეს გლობალური მასშტაბისაა, შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. ამ პროცესს თავადაც შეუწყობ ხელს, თუკი კონკურსში ჩართვას და აქტივობების განხორციელებას გადაწყვეტ.
"თითოეულ ადამიანს შეუძლია, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობითა და საქმიანობით გარემო შეცვალოს და ეს ცვლილება თავისი სახლიდან, თემიდან და სკოლიდან დაიწყოს", — ამატებს ინგა.
ბონუსი: ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეობაა
დაბოლოს, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის შემთხვევაში ფრაზა, რომ "მთავარი მონაწილეობაა", სიმართლეს სრულად შეესაბამება. მართალია, შარშანდელმა გამარჯვებულებმა კონკურსის პრიზიორობამდე ძალები გასულ წლებში რამდენჯერმე მოსინჯეს, თუმცა, ამით მათ გამოცდილების დაგროვება და დასახული მიზნების მიღწევა შეძლეს.
"ის შრომა, რომელსაც მონაწილეები ამ პროექტისთვის გაიღებენ, აუცილებლად დაუფასდებათ", — აცხადებს შოთა, — "მათი გავლილი გზა შედეგს ნამდვილად გამოიღებს. ვურჩევდი, არასდროს დაიხიონ უკან და თუკი რაიმე არ გამოუვათ, ახალი ძალებით დაუბრუნდნენ მას და შესრულება ხელახლა სცადონ. ეს მათთვისაც სასარგებლო იქნება და გარემოსთვისაც".
თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეკოკლუბები საქმიანობას კონკურსის დასრულების შემდეგაც აქტიურად განაგრძობენ. ეს კი სხვა სკოლების მსგავს საქმიანობაში ჩართვას, ახალი ეკოკლუბების კონსულტაციასა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებთან დამეგობრებას გულისხმობს.
საქმიანობას არც გამარჯვებული გუნდები წყვეტენ. გვიმრიანის სკოლის კლუბს არაერთი საინტერესო იდეა აქვს, რომელთა განხორციელებაც სურს. თამარის თქმით, ბოლოდროინდელ აქტივობებში უკვე აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც. ადგილობრივი მოსახლეების მიერ სკოლის მოსწავლეებისგან მაგალითის აღება სწორედ იმაზე მიუთითებს, რამხელა გავლენა შეიძლება მოახდინონ ახალგაზრდებმა და მათმა საქმიანობამ.
როგორ შეძლებ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში ჩართვას?
კონკურსში ჩასართავად უნდა ეწვიო ვებგვერდს, სადაც რეგისტრაციო ფორმასა და ყველა საჭირო ინფორმაციას ნახავ.
ეკოკლუბის შექმნის შემდეგ მათთან ერთად დაგეგმავ და განახორციელებ აქტივობებს, რის შედეგადაც ქულებს დააგროვებ. ნახევარფინალურ ტურში გასვლის შემთხვევაში, ჩატარებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის გაკეთებაა საჭირო ჟოურისათვის, ხოლო უკვე ფინალში შენი და შენი კლუბის ნამუშევარს, ასევე, სამომავლო გეგმებს, სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებული ჟიური უფრო სიღრმისეულად გაეცნობა და შეაფასებს.
-
გადახედვასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს
-
გადახედვაჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა ჯო უილსონი: თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, 29 დეკემბერს ის უნდა ელოდოს პასუხს, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდა
-
გადახედვაქეთი ფარცხალაძე: ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი? ქეთი ფარცხალაძე: ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი?
-
გადახედვაPHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს PHR: შშმ აქტივისტ ქალს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს
-
გადახედვატურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: 221 კომპანიამ 1-14 დეკემბრის პერიოდში 5 მილიონი ლარი იზარალა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: 221 კომპანიამ 1-14 დეკემბრის პერიოდში 5 მილიონი ლარი იზარალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე თბილისის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს გიგა სოფრომაძეს თანამშრომლობას სთავაზობს
-
გადახედვასაზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ საზოგადოებრივი ჯგუფები "საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას" აფუძნებენ
-
გადახედვაპროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს გიორგი გახარია: ირაკლი რუხაძემ ჯობია ყაველაშვილს დაანებოს თავი და "იმედს" მიხედოს
-
გადახედვაანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა ანა ლომთაძემ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო პროტესტის ნიშნად დატოვა
-
გადახედვაგორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი გორში, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა — არის მსხვერპლი
-
გადახედვასუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს სუს: გორში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ორი საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
-
გადახედვაპროკურატურა: გარდაბანში, დის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა პროკურატურა: გარდაბანში, დის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვარესან ქიქავა "ოცნებას" — სანამ "ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს", შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება რესან ქიქავა "ოცნებას" — სანამ "ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს", შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება
-
გადახედვაანა წითლიძე: ზუგდიდის "ოპოზიციურმა" საკრებულომ "ოცნების" ბიუჯეტი დაამტკიცა, 51%-ით გაზრდილი ხელფასებია არჩევნების გაყალბებაში მონაწილე ტიტუშკებისთვის ანა წითლიძე: ზუგდიდის "ოპოზიციურმა" საკრებულომ "ოცნების" ბიუჯეტი დაამტკიცა, 51%-ით გაზრდილი ხელფასებია არჩევნების გაყალბებაში მონაწილე ტიტუშკებისთვის
-
გადახედვაანალენა ბერბოკი: კონსულტაციებს ვაწარმოებთ EU-ს პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებიდან დაწყებული მიზანმიმართულ სანქციებამდე ანალენა ბერბოკი: კონსულტაციებს ვაწარმოებთ EU-ს პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებიდან დაწყებული მიზანმიმართულ სანქციებამდე
-
გადახედვაგიგა სოფრომაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს გიგა სოფრომაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვასომხეთში სამუშაო საათების შემცირების თაობაზე მსჯელობენ სომხეთში სამუშაო საათების შემცირების თაობაზე მსჯელობენ
-
გადახედვაადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მთავრობის გადაწყვეტილებებს ემიჯნება — რას წერს მიხეილ ბუცხრიკიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მთავრობის გადაწყვეტილებებს ემიჯნება — რას წერს მიხეილ ბუცხრიკიძე
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: ვეთანხმები სააკაშვილს, ხალხს თუ გამოიყვან, შედეგიც უნდა დადო შალვა პაპუაშვილი: ვეთანხმები სააკაშვილს, ხალხს თუ გამოიყვან, შედეგიც უნდა დადო
-
გადახედვაIPM კვლევა: გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, 22% — მიხეილ ყაველაშვილს IPM კვლევა: გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, 22% — მიხეილ ყაველაშვილს
კომენტარები