ეს მორალური ზღაპარი არაა — ზენდეია Euphoria-ს კრიტიკაზე
ფოტო: HBO
Euphoria (ეიფორია) ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სერიალად იქცა, რომელსაც უკვე ერთგული ფანების ურიცხვი არმია ჰყავს. თუმცა არც კრიტიკოსები აკლია.
ყველაზე ხშირად HBO-ს ამ სატელევიზიო შოუს ნარკოტიკების მოხმარების ჭარბი ჩვენებისთვის აკრიტიკებენ: მაგალითად, ცოტა ხნის წინ ნარკოდამოკიდებულებასთან მებრძოლი ორგანიზაციის D.A.R.E. წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეიფორია "მცდარად და არასწორად" წარმოაჩენს უფროსკლასელების მიერ ნარკოტიკების მოხმარებას და "ისე აჩვენებს, თითქოს ნარკოდამოკიდებულება, ანონიმური სექსი, ძალადობა და სხვა დესტრუქციული ქმედებები საყოველთაოდ გავრცელებული და ჩვეულებრივი რამაა თანამედროვე მსოფლიოში".
ამ შეფასებას მსახიობი ზენდეია გამოეხმაურა, რომელიც ერთი მხრივ შოუში მთავარ როლს ასრულებს და ნარკოდამოკიდებულ თინეიჯერს, რუს, განასახიერებს, ამავდროულად კი სერიალის თანაპროდიუსერია.
"ჩვენი სერიალი მორალური ზღაპარი არ არის, რომელიც ადამიანებს ასწავლის, თუ როგორ იცხოვრონ ან რა გააკეთონ. ჩვენ ყველას, ვინც შოუს შექმნაზე მუშაობს, სურვილი ისაა, რომ ვცადოთ, ნაკლებად მარტო იგრძნონ თავი იმ ადამიანებმა, ვისთვისაც ეს გამოცდილება ნაცნობია და მათი ტკივილი გავიზიაროთ. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ისინი ერთადერთები არ არიან, ვისაც მსგავს პრობლემებთან გამკლავება უწევს", — განაცხადა მსახიობმა.
ფოტო: HBO
ზენდეიას თქმით, მისი პერსონაჟი მაყურებელს კარგად აჩვენებს, თუ როგორი დამაზიანებელი, მძიმე და რთულია ნარკოდამოკიდებულება ყველასთვის:
"ნარკოტიკების გამო რუმ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა. მას იმის შესაძლებლობაც არ აქვს, რომ თავისი ემოციები ან სხეული მართოს. ის საშინელ ტკივილს განიცდის და სწორედ ამ შინაგანი ემოციების ჩვენება გვინდოდა და იმისაც, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი მათზე, ვის საყვარელ ადამიანსაც ამის გამოვლა უწევს".
საბოლოოდ კი, თავისი დამოკიდებულება ასე შეაჯამა:
"ყველაზე მეტად მინდა, რომ ადამიანებმა სერიალში ნაჩვენებ ისტორიასთან კავშირი იგრძნონ და ისინი, ვისაც რუს მსგავსად განკურნება და ცვლილება სჭირდება, იმედია, სეზონის ბოლოს იმედსა და ცვლილებას მასთან ერთად იგრძნობენ".
სემ ლევინსონი და ზენდეია.
ფოტო: Monica Schipper
ამასთან დაკავშირებით თავის დროზე ეიფორიის რეჟისორმა, სემ ლევინსონმაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სერიალში აღწერილი მოვლენები მეტწილად თავისი პირადი გამოცდილებითაა შთაგონებული:
"ჩემი თინეიჯერობის უმეტესობა საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გავატარე. ნარკოდამოკიდებული ვიყავი და ყველაფერს იქამდე ვიღებდი, სანამ სუნთქვის, სმენისა და შეგრძნების უნარს არ დავკარგავდი. რამაც ამ მდგომარეობიდან გამომიყვანა, ერთი ფიქრი იყო: დღეს რომ მოვკვდე, ვინ ვიქნები? ქურდი. ნარკოდამოკიდებული. ჩემ ირგვლივ ყველა ძვირფას ადამიანს საშინლად ვექცეოდი. ჰოდა, ამავე ხმამ მითხრა, რომ ნარკოტიკებისთვის სამუდამოდ უნდა დამენებებინებინა თავი. უკვე 14 წელია, ასეა".
ამჟამად ეიფორიის მეორე სეზონი გამოდის, რომლის ფინალური სერიის პრემიერა 27 თებერვალს შედგება. უკვე ცნობილია ისიც, რომ სერიალი მესამე სეზონითაც დაბრუნდება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები