მსოფლიო დონის თეატრალია, შეიძლება სახელმწიფომ გაწეული სამსახურისთვის მიწა გადასცეს — ვოლსკი სტურუაზე
ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის მტკიცებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუასთვის მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის. მისი თქმით, ის "მსოფლიო დონის თეატრალია", ამიტომ, შესაძლებელია, მას სახელმწიფომ გაწეული სამსახურისთვის გადასცეს ნაკვეთი.
"არ მინდა ნინო ბურჯანაძის თემას დავუბრუნდე, იმას რა დამსახურება ჰქონდა, მთელი ნახევარი წყნეთი რომ ერთ ლარად მისცეს? მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული. რასაკვირველია, რობერტ სტურუა, ეს არის მსოფლიო დონის თეატრალი და შეიძლება, სახელმწიფომ მას, აი, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის 1 500 კვ.მეტრი გადასცეს შემდგომი განკარგვისათვის", — თქვა მან.
გუშინ, 5 თებერვალს TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტურუას თბილისში, სოფელ თხინვალში მდებარე კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა.
ეს ფაქტი იმ დოკუმენტებით დასტურდება, რომლის მიხედვითაც, სტურუა საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის მოთხოვნით მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე ამ განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრი თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთს რობერტ სტურუას დაუკანონებდა, ეს ქონება სახელმწიფოს ეკუთვნოდა.
საჯარო დოკუმენტებითვე ირკვევა, რომ გადაფორმებიდან რამდენიმე დღეში სტურუამ მიწის ნაკვეთი როინ ნოზაძეს აჩუქა. მანამდე, მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის პროცესში, როინ ნოზაძე სტურუას წარმომადგენელი იყო.
ტვ პირველთან თავად სტურუამ სახელმწიფოს მხრიდან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის ფაქტი უარყო. მან თქვა, რომ არც როინ ნოზაძეს იცნობს, რომელსაც აღნიშნული მიწა აჩუქა.
ამჟამად აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 177.06 კვ.მ-ის შენობა-ნაგებობას შპს ჯეო-ოლიმპი ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი აკაკი მოწონელიძეა. ტვ პირველის ინფორმაციით, რომელიც მათ მიერვე მოპოველ ნასყიდობის ხელშეკრულებას ეყრდნობა, როინ ნოზაძემ აკაკი მოწონელიძეს მიწის ნაკვეთი გასული წლის 2 დეკემბერს 221 250 დოლარად მიჰყიდა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები