5 შესანიშნავი რამ, რაც შეგიძლია 5 ლარად გააკეთო
"შემომეხარჯა", — ალბათ გეცოდინება, რომ მსგავსი ფორმულირების ზმნა მხოლოდ ქართულ ენაში გვაქვს. ასე გამოვხატავთ, რომ ვერც კი გავიგეთ, ხელფასი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ. არადა, თუკი საკუთარ ბიუჯეტს 5 ლარებად დაყოფ, აღმოაჩენ, რომ მათ დიდ ნაწილს ზოგჯერ არცთუ გონივრულად ხარჯავ. რეალურად, ამ მინიმალური თანხითაც კი შეიძლება, ბევრი რამ გააკეთო. არ გჯერა? მოდი, მაშინ სიად ჩამოვწეროთ.
1. შეგიძლია საყვარელი ადამიანი ყვავილებით გაახარო
ბოლო პერიოდში, ყვავილებს, რატომღაც, ბანალური საჩუქრის რეპუტაცია ერგო, თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. ვის შეიძლება ფერადი და სურნელოვანი თაიგულის საჩუქრად მიღება არ გაუხარდეს? ეს ხომ, ერთი მხრივ, საყვარელი ადამიანისგან ყურადღების გამოხატვაა, მეორე მხრივ კი, ყველაზე მარტივი რამ, რითაც კარგი განწყობის შექმნა შეიძლება. რა ხანია, ვიცით, რომ ყვავილები ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენენ.
2. შეგიძლია სასუსნავები მოიმარაგო სერიალის მთელი სეზონის ერთ ღამეში საყურებლად
დადებით განწყობას ყვავილებზე არანაკლებ საყვარელი სერიალის ყურება გვანიჭებს. მერე რა, რომ ხანდახან გათენებაც გვიწევს, მთელი სეზონი რომ ერთბაშად ვნახოთ. მთავარია, ამ გრძელ ღამეს მომზადებული შეხვდე და სასუსნავები მოიმარაგო. რა თქმა უნდა, რამდენიც უნდა დაახვავო დივნის წინ, მაინც არასდროს იქნება საკმარისი. თუმცა, 5 ლარად ნამდვილად შეძლებ, რამდენიმე სერიის ყურებისას გემრიელად იცმუცნაო.
3. შეგიძლია ბუკინისტური წიგნები ან ანტიკვარული ნივთები შეიძინო
ბევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობა ძველმანების ბაზრობაზე ხეტიალი და ანტიკვარული ნივთების თვალიერებაა. იქვე შეიძლება ბუკინისტურ წიგნებსაც წააწყდე და ახალი თავგადასავალი აღმოაჩინო. ნივთები ხომ ისტორიას ყველაზე კარგად ინახავს და მერე ჰყვება კიდეც. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ ამისთვის მაინცდამაინც დიდი ბიუჯეტი არ გჭირდება — ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად საინტერესო ნივთი შეიძლება 5 ლარად დაისაკუთრო და შენი ისტორიის ნაწილად აქციო.
4. შეგიძლია მუზეუმებს ესტუმრო
ისტორიაში უფრო ღრმად შეცურვას თუ მოისურვებ, არც ესაა პრობლემა. მუზეუმების დიდ ნაწილში მცირე საფასურის სანაცვლოდ მოხვდები, სამაგიეროდ კი აქედან მრავალფეროვან შთაბეჭდილებებს და გამოსადეგ ცოდნას წაიღებ. სხვა თუ არაფერი, შეგიძლია, იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ასე ნამდვილად მოგზაურობ წარსულში — მნიშვნელობა არ აქვს, ისტორიის მუზეუმში მოხვდი თუ ხელოვნების ნიმუშებით სავსე დარბაზში, მსგავს ადგილებში ისტორია ხელშესახები ხდება და დამთვალიერებლისთვის ერთგვარ დროის მანქანად იქცევა.
5. შეგიძლია საკუთარი მანქანის უსაფრთხოება უზრუნველყო
რამდენი თაიგულიც უნდა გვაჩუქონ ან სერიალის რამდენ სეზონსაც უნდა ვუყუროთ, ცხოვრებაში გაუთვალისწინებელ მოვლენებს თავიდან ვერ ავიცილებთ; განსაკუთრებით, მაშინ, თუ მანქანა გყავს; სტიქიური მოვლენა, ქურდობა, ვანდალიზმი ან ავტოსაგზაო შემთხვევა — შენს მანქანას ბევრი რამ შეიძლება დაემუქროს.
რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, ამ ყველაფრისგან საკუთარი მანქანის დაცვას მხოლოდ 5 ლარად შეძლებ. ალდაგის ახალი სუპერშეთავაზება ავტომფლობელებს საშუალებას აძლევს, დაზღვევა დღეში მხოლოდ 5 ლარიდან შეიძინონ. ალბათ ამ სტატიიდანაც მიხვდი, რომ ამ თანხას ყოველდღიურად ხშირად ხარჯავ არამიზნობრივად. არადა, ამ დროს ისეთი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლია, როგორიც საკუთარი მანქანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
5-ლარიანი დაზღვევის პაკეტი ბევრ სხვა სარგებელსაც მოიცავს: მათ შორის, ფასდაკლებას საწვავზე ვისოლისა და სოკარის ქსელებში, ასევე მანქანისთვის საჭირო ნივთებზე — ამბოლისა და ვიანორის პროდუქციაზე. ნახევარ ფასად შეძლებ ავტომობილის გარეცხვასაც. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პაკეტი სტანდარტულთან შედარებით უფრო იაფია.
შეთავაზების შესახებ მეტის გაგებას ალდაგის ვებგვერდიდან შეძლებ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები