ინტერნეტი ამჯერად დუეინ ჯონსონის თავმა დაიპყრო, რომლის შესახებაც ხუმრობები არ ილევა. ახალ ვიდეოში დუეინ ჯონსონი ტაისონ ფიურის აქებს და გამომწერებს ახსენებს, რომ ცხოვრებაში საუკეთესო შედეგების მისაღწევად მენტალური და ფიზიკური ტკივილის გაძლება მნიშვნელოვანია.

თუმცა ვიდეოში დუეინ ჯონსონის მოწოდებაზე მეტად ყურადღება მისმა თავმა მიიქცია. მისი გულშემატკივრების ნაწილი თვლის, რომ თავზე ბოლი ასდის და სახანძროში რეკავს, სხვები ჯონსონის თავს გლობალური დათბობის ეფექტების საჩვენებლად იყენებენ, სხვები კი ითხოვენ, რომ მსახიობმა ჰადესის როლი შეასრულოს.

გთავაზობთ დუეინ ჯონსონის თავის შესახებ ინტერნეტის ყველაზე სახალისო რეაქციებს:

"გლობალური დათბობა რეალური პრობლემაა. The Rock-ს თავი შემწვარი კვერცხივით აქვს"

"მომწონს, რომ მისი თავი ადუღების პირასაა და სულაც არ წუხდება"

"ახლა გავაცნობიერე, რომ დისნეის ჰერკულესის ფილმში ჰადესის როლს შესანიშნავად შეასრულებდა"

"სხვებს ეს არ გახსენდებათ?"

"911-ში ვრეკავ? ხანძრის შესახებ გატყობინებთ. სად? The Rock-ის თავზე. მისი თავი იწვის... არა, არ ვხუმრობ"

დარწმუნებული ვართ, ინტერნეტის რეაქციებზე თავად დუეინ ჯონსონიც გულიანად ხარხარებს!