სუპერკომპიუტერმა 100 000 ახალი ვირუსი აღმოაჩინა — რას ნიშნავს ეს
მძლავრმა სუპერკომპიუტერმა 100 000-ზე მეტი ახალი რნმ ვირუსი აღმოაჩინა, მათ შორის ცხრა აქამდე უცნობი კორონავირუსი. ყველაზე სახიფათო კორონავირუსი ამჟამად SARS-CoV-2-ია, თუმცა, ასევე არსებობს SARS-CoV, რომელიც 2002 წელს გამოჩნდა. ამასთან, საყურადღებოა MERS-CoV, რომელიც იწვევს ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS).
როგორც ჟურნალი Nature იტყობინება, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიყენა სუპერკომპიუტერი, რათა დაემუშავებინათ 20 მილიონი გიგაბაიტი გენის თანმიმდევრობის მონაცემები. საუბარია 5,7 მილიონ ბიოლოგიური ნიმუშზე, რომლებიც შეგროვდა ყინულის ბირთვის ნიმუშებიდან დაწყებული ცხოველების განავლით დამთავრებული.
ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებით, გუნდი იმედოვნებს, რომ მათი ნამუშევარი შეიძლება გამოიყენონ მომავალი დაავადებების გავრცელების აღმოსაფხვრელად და შემდგომი პანდემიების პრევენციისთვის.
"ჩვენ ვირუსების გენეტიკის გააზრების სრულიად ახალ ერაში შევდივართ. ამ მეთოდით ვირუსების ამოცნობა უფრო მარტივად შეიძლება. ეს გვაძლევს იმედს რომ მომავალი პანდემიებისთვის ბევრად უფრო მზად ვიქნებით, ვიდრე ეს კორონავირუსის შემთხვევაში იყო", — თქვა დოქტორმა არტემ ბაბაიანმა, დამოუკიდებელმა მკვლევარმა, რომელიც მუშაობდა პროექტზე.
კვლევაში გამოყენებულ სუპერკომპიუტერს 22 500 ტიპიური CPU გამოთვლითი სიმძლავრე აქვს. კლასიკურ სუპერკომპიუტერს დასჭირდება წელიწადზე მეტი (რომ აღარაფერი ვთქვათ ასიათასობით დოლარზე) ამ ანალიზის შესასრულებლად, მაგრამ კონკრეტულმა გამომთვლელმა მანქანამ სამუშაო 11 დღეში შეასრულა, პროექტის ღირებულება კი 24 000 დოლარი იყო.
კომენტარები